The Best 2023. საუკეთესო მესია - კვარაცხელია მეათეა

AutoSharing Option
ლონდონში The Best 2023-ის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა.

ფიფამ სარეკორდო მესამედ საუკეთესოდ ლიონელ მესი (ინტერ მაიამი, არგენტინა) დაასახელა, რომელმაც ერლინ ჰოლანს (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია) და კილიან მბაპეს (პსჟ, საფრანგეთი) აჯობა. თავად ლეო ღონისძიებას არ დაესწრო.

მესიმ და ჰოლანმა 48-48 ქულა დააგროვეს - არგენტინელი გამარჯვებული პირველ ადგილზე გასული რაოდენობის მიხედვით გახდა.

ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, საქართველო) შვიდი ქულით მეათე ადგილზე გავიდა.

საუკეთესო მეკარე - ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ბრაზილია)

საუკეთესო მწვრთნელი - პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი)

საუკეთესო გოლის ავტორი - გილერმე მადრუგა (ბოტაფოგო,
ბრაზილია)

სიმბოლური ნაკრები: კურტუა, უოკერი, სტოუნზი, დიაში, დე ბრუინი, ბელინგემი, ბერნანდო სილვა, მესი, მბაპე, ჰოლანი, ვინისიუსი

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - აიტან ბონმატი (ბარსელონა, ესპანეთი)

საუკეთესო ქალი მეკარე - მერი ერპსი (ინგლისი)

ქალთა გუნდის საუკეთესო მწვრთნელი - სარინა ვიგმანი (ინგლისი)

მკითხველის კომენტარები / 38 /
ნამუსიც კაი საქონელია! კაცმა 2022 ში მოიგო მსოფლიო და 2024 წელს გადასცეს პრიზი რომ თურმე 2023 წლის საუკეთესო გახდა!!! რა გააკეთა დაერთოდ 2023 ში?? ააა ინტერ მაიამიში ხო მაგარი სეზონი ქონდა, აუუ რა ჯარიმებიი გაიტაან! მოდით 2025 შიც მიეცით. ერთ ორ ჯარიმას კიდე გაიტანს ალბათ. ბარსას და მესის თავგადაკლული ფანის კი ვერ ახსნის იმას თუ რატომ არის მესი 2023 წლის საუკეთესო!
მურთო
03:06 16-01-2024
18
ეს დაჯილდოება კიარა მარაზმია გვატდიოლქსაც კი გაუკვირდა მესისი პრიზი შემდეგი შეიძლება ბრახილიელი რონალდო იყოს
ნიკა
12:35 16-01-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული