"ამას გადაჭრით ვაცხადებ" - დე ლაურენტისმა "ნაპოლის" სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Corriere dello Sport-თან ინტერვიუში "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა. კინოპროდიუსერის თქმით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლი" მინიმუმ 2 ფეხბურთელს დაიმატებს.

"ნაპოლი" გამარჯვების გზას უნდა დაუბრუნდეს. გვსურს, რომ ჩემპიონები კიდევ გავხდეთ. გასაგებია, რომ სკუდეტოს მოგების შემდეგ მცირე გადატვირთვა გვჭირდებოდა. 2004 წლიდან დღემდე ვაჩვენებთ, რომ ნეაპოლს შეუძლია უდიდეს წარმატებას მიაღწიოს. სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ორ ან სამ ფეხბურთელს დავიმატებთ, ამაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "სალერნიტანადან" პასკუალე მაძოკი შეიძინა. იტალიური გამოცემების ცნობით კი, "პარტენოპეი" სულ
მალე ჰამედ ტრაორესაც დაიმატებს, კოტდივუარელი შემტევი ამჟამად "ბორნმუთის" რიგებში ირიცხება.

altდე ლაურენტისი ურჩ ზილენსკისა და პოლიტანოს სჯის

altტაქსით სახლში - დე ლაურენტისი კვარაცხელიას და ოსიმენს შეახვედრებს

altდე ლაურენტისი "ტოტენჰემისთვის" მცველის წართმევას ცდილობს - "ნაპოლი" "ჯენოას" ფეხბურთელს და ფულს სთავაზობს

მკითხველის კომენტარები / 13 /
ისე აზაროვი რომ იყიდოს არ უნდა, იაფად და ხარისხიანად გამოუვა კაი ტრანსფერი! ჩაკვეტაძესაც ვურჩევდი
ბეჟო
14:52 17-01-2024
2
აურელიო! შენ რომ ფეხბურთი გესმოდეს, ტრაორეს შეიძენდი? ტიპს ზედმეტი წონის პრობლემა აქვს. სირბილი კი არა, სიარული უჭირს.
ქ. გ.
14:20 17-01-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული