"არ მესმის მათი, ვინც ამბობს, რომ მესი საუკეთესოს წოდებას არ იმსახურებდა; ჰოლანი კარგი ბიჭია, მაგრამ..." - რას აცხადებს ჯონ ობი მიკელი?

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ლიონელ მესი ფიფას საუკეთესო ფეხბურთელი რიგით მეოთხედ გახდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯონ ობი მიკელმა ისაუბრა და განაცხადა, რომ "ლა პულგამ" აღნიშნული ტიტული სრულიად სამართლიანად მოიგო.

"ამბობენ, რომ ამ ჯილდოს მოგებას ჰოლანი იმსახურებდა? ნორვეგიელი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ "მანჩესტერ სიტიში" თამაშობს, ეს გუნდი კი ყოველთვის უამრავ მომენტს ქმნის. მათ მშვენივრად იციან, თუ როგორ მოიგონ თამაშები ერლინის გარეშეც.

მესი ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ლეო და კრიშტიანო მალე თამაშს დაამთავრებენ და ახალი თაობის დროც დადგება", - განაცხადა
ობი მიკელმა.

საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში ჰოლანმა ტრავმის გამო ყველა ტურნირზე ჯამში 9 მატჩი გამოტოვა, საიდანაც "ქალაქელებმა" 8-ჯერ იმარჯვეს, ერთხელ კი ფრეს დასჯერდნენ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

alt"განსხვავება მესისა და რონალდოს შორის? ერთ-ერთი სხვა პლანეტიდანაა" - ობი მიკელი

altჯონ ობი მიკელის მამა არგენტინასთან მატჩამდე გაიტაცეს და გამოსასყიდი მოსთხოვეს

მკითხველის კომენტარები / 9 /
მესი ის არის,რის გამოც პირველ რიგში გვიყვარს,ფეხბურთი.ტექნიკა,ფინტი,მოედნის ხედვა,დარტყმა,კომბინაცია,იმპროვიზაცია,გოლი.ჰოლანი,ეს არის ძალა, მოძრაობა და მკვლელის ინსტინქტი.ის ამ სეზონში ბრწყინვალე იყო და შემთხვევითი არ არის,რომ მესის თანაბარი ქულები მოაგროვა,მაგრამ ის მხოლოდ ის არის,რასაც თვალით ვხედავთ,მესი კი,მხოლოდ თვალით დანახულზე მეტია და სწორედ ამითაა,საუკეთესო.
სოსო
12:35 18-01-2024
2
მესი არა ჟორა. სანამა რ წავა ფეხბურთიდან მანამდე სულ ეს აიღებს, ნუ გადასცემენ :)
bebe
12:49 18-01-2024
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული