"სიმართლის თქმის უფლებას არ გაძლევენ" - ლინეკერი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტზე

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა და ამჟამად, საფეხბურთო ექსპერტმა გარი ლინეკერმა ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე კონფლიქტის შესახებ ისაუბრა. 

"ბარსელონას" ექსთავდამსხმელმა ტვიტერში გამოაქვეყნა პოსტი ფეხბურთიდან ისრაელის მოკვეთაზე, თუმცა მოგვიანებით ის წაშალა. გარი "ჩელსის" ყოფილმა მწვრთნელმა, ავრაამ გრანტმა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა გააკრტიკეს. ლინეკერი კი მიიჩნევს, რომ აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ. 

"ყველა, ვისაც ამ თემაზე ვესაუბრები, ფიქრობს: "რა ჯანდაბა ხდება?!" მაგრამ როცა პირს აღებ ან სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებ - ყველაფერი ტოქსიკური ხდება. რა აზრიც უნდა დააფიქსირო, შეტევა ყოველთვის
აგრესიული და მძლავრია. როგორ შეიძლება, მშვიდობის სურვილი განსჯადი იყოს? ნამდვილად არ მესმის. არაა აუცილებელი ისლამოფობი იყო, რათა ჰამასის მოქმედებები დაგმო და ანტისემიტი იყო, რათა ისრაელის სახელმწიფოს ქმედებები გააკრიტიკო. რაც ახლა ხდება, ეს მიუღებელია, როცა დაღუპული ბავშვების რიცხვს შევხედავ, ცუდად ვხდები.

ებრაელი მეგობრები ისრაელის მხარდაჭერას მთხოვდნენ. მარტივი პასუხი მქონდა: "არავითარ შემთხვევაში!" და მათაც მოვუწოდე იმავეს გაკეთებისკენ. ვიცი, რომ პრობლემა არა ებრაელ ხალხში, არამედ ხელისუფლებაშია. ისიც მესმის, რომ მთავრობა 7 ოქტომბერს მომხდარ ამბებზე რეაგირებს, მაგრამ, ეშმაკმა დალახვროს, 1 აფეთქების პროპორციული 80 აფეთქება არაა," - თქვა ლინეკერმა. 

ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ მიმდინარეობს. დაპირისპირება გამწვავდა 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა ჰამასის სამხედრო ფრთა ისრაელის მიერ კონტრორილებურ ტერიტორიებზე შეიჭრა, რასაც დაახლოებით, 1200 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ამის საპასუხოდ ისრაელის სახელმწიფომ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო - ებრაული მხარის მოქმედებებს 25 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 62 000-ზე მეტი ადამიანი მძიმედ დაიჭრა. 

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 26 /
პალესტინა,ისტორიულად არასდროს ყოფილა არაბული ტერიტორი.ასევე პალესტინელი,როგორც ერი არ არსებობს.პალესტინაში ოდითგან ცხოვრობდნენ მხოლოდ გამუსლმანებული თუ მუსულმანი სხვადასხვა ერები!ეს კარგად იციან არაბებმა და ამიტომაც არ ანხორციელებენ შესაბამის სამხედრო მხარდაჭერას ჰამასისა და პალესტინელების მიმართ!
მძაღო
24 იანვარი 2024 07:19
0
ისრაელი მართალია არაბებთან.შურისძიება საჭიროა,მაგრამ ცოტა ზედმეტი მოსდით?ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს პალესტინის საკითხი.ქრისტეს დროს სიტყვა პალესტინა არ არსებობდა.ეს დაირქვეს ებრაელების ტერიტორიაზე შემოჭრილმა არაბებმა.
Status quo
23 იანვარი 2024 02:17
4
აქ ვინც რაღაცეებს აკომენტარებთ, ის თუ იცით, რომ ქრისტე ისრაელში იშვა, რომ დედა ღვთისმშობელი მარიამი ებრაელი იყო, წმინდა პეტრე, პავლე, ლუკა, მათე, იოანე, მარკოზი და უამრავი წმინდანი ებრაელი იყო, ეს ყველაფერი შემთხვევითია? ბრიტანეთს რომ არ გადაეწყვიტა, ქვეყანა, სადაც ქრისტე იშვა სახელმწიფოდ არ უნდა არსებობდეს? ცოტა წიგნიც წაგეკითხათ, სანამ ებრაელების გინებას დაიწყებთ, არ გაწყენდათ. თქვენ რომ სუფთა ქართული სახელები გგონიათ, ყველა ებრაულია: იგივე ლუკა, მათე, პროკოფი, ამბაკო, გაბრიელი, გედევანი, დავითი, ელისაბედი, ეთერი, მარიამი, იოსები, იოკიმე და ა.შ. ებრაელებს რაც მაცხოვართან მიმართებაში შეეშალათ, ამაზე მათ უდიდესი საზღაური გადაიხადეს და დღემდე იხდიან, ხომ არ შეიძლება, რომ ისინი ამის გამო მუდმივად გინების და დევნის ობიექტები იყვნენ. ერთადერთი ერია, რომელიც ჭეშმარიტ ღმერთს სცემდა თაყვანს, ყველა სხვა ერი კერპთაყანისმცემელი იყო ქრისტემდე. ებრაელებმა რაც ბიბლიაში ეწერა, რომ ჭეშმარიტი ღმერთი მესიას მოავლენდა, ვერ დაიჯერეს და ახლაც მესიას ელიან. ესაა მათი დიდი ტრაგედია და ამის გამო არიან ისინი ასე მწარედ დასჯილები, სამშობლო არ ჰქონდათ 1948 წლამდე, რაც მე არ მიმაჩია სამართლიანად, ებრაელები იმსახურებენ საკუთარ ქვეყანას, რაც არ უნდა არ მოსწონდეს ეს რუსებს და რუსეთუმეებს. არაბების მხარეს როგორ ხართ ქართველები, ამ უჯიშოებმა საქართველოს რამდენი ზიანი მიაყენეს. მთელი აზია დაიპყრეს თავის დროზე და ახლა რომ ჰკითხო, თურმე ოდითგანვე მათი ყოფილა ეს მიწები. როგორც ძალით დაიპყრეს ეს მიწები თავის დროზე, ისევე ძალით დაიბრუნეს ებრაელებმა. იერუსალიმი როგორ უნდა იყოს არაბების?! ან გადახედეთ ისტორიას: რა მისცა მსოფლიოს ებრაელმა ერმა და რა მისცეს არაბებმა. ერთი არაბი მეცნიერი დამისახელეთ, ვინც კაცობრიობას რამე ღირებული შესძინა ან რაიმე გამოგონება, ასეთი არ არსებობს.
ბმბ
22 იანვარი 2024 14:23
9
ბიბლიაში წერია ყველაფერი და წაიკითხე. ეს ნებისმიერმა ქართველმა იცოდა თავის დროზე, როცა ერი ჭეშმარიტად ქრისტიანი იყო, ახლა სხვა დროა, აგერ კაცი მეკითხება სად წაიკითხეო და არც რცხვენია ამ შეკითხვის. ამას მგონი დავითი მარტო აღმაშენებელი გაუგია და დავით მეფსალმუნეზე აზრზე არაა.
ვაახ-ს
23 იანვარი 2024 11:28
0
ბიბილიაში, ბიბლიაში შე უტვინო.
ვაახ-ს
23 იანვარი 2024 11:22
0
ყველა გამოხმაურება
რას დამგვანებია სიბერეში, რა სიმპათიური ბიჭი იყავი გარი ახალგაზრდობაში.
ეჰ, старость не в радость!
უცნობი
22 იანვარი 2024 10:40
5
ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ ტყვიას, მხოლოდ რუსული ავტომატები ისვრიან, დანარჩენების კი კამფეტებს, ანუ იმას რაც ამერიკელებს უნდათ.
ჟორა გაბრიჭიძე
22 იანვარი 2024 10:31
6
ლინეკერის აზრები და განცდები არ ვიცი,თუმცა ყველას ავიწყდება,რომ ისრაელი არის ხელოვნურად ჩამოყალიბებული ქვეყანა,დიდმა ქვეყნებმა შექმნეს და ეს სამართლიანია? ვიღაცამ ბრიტანეთში გადაწყვიტა,რომ ისრაელის სახელმწიფო უნდა არსებობდეს და გააკეთეს,თუმცა არავის უკითხავს პალესტინელების აზრი,რატომ? თუ პალესტინელები ადამიანები არ არიან? აგერ ღრუსეთმა გადაწყვიტა,რომ აფხაზეთი უნდა იყოს დამოუკიდებელი,რატომ ედავებით,აღიარეთ და გაგრძელეთ ცხოვრება. აფხაზეთის სამეფო არსებობდა და ცალკე გამოყოფის იმაზე მეტი მიზეზი აქვთ,ვიდრე ისრაელს ქონდა,ხოდა რას ვდაობთ მაშინ? თუმცა ეს ხო არ ნიშნავს რო ქართველი ამას შეეგუება,რადგან დიდმა ქვეყანამ თქვა,რა ასე არ არის? თუ არ შეეგუები და იბრძოლებ,რუსები ჩამოაგდებენ ბომბებს და მერე ვიღაცა იტყვის,ქართველებმა დაიწყეს და ისინი ღირსები იყვნენო,თუმცა დიდ სახელმწიფოს არ გადაეწყვიტა თემა ასე და არ იქნებოდა კონფლიქტი. ასე არის ისრაელშიც,დიდმა გადაწყვიტა და პალესტინელები არ ეთანხმებიან ამას,რა ასე არ უნდა იყოს? თან ბორელმა თქვა,რომ ჰამასი ისრაელის დაფნანსებით არის შექმნილიო და ისიც ტყუის? რაც შეეხება იმას,რომ რუსეთის და ისრაელის ერთ დონეზე განხილვა მიდის,ესეც სწორია და ამას ამერიკაც უნდა დაემატოს. ადამიანების კვლა არ მოსულა,ვინც ამას აკეთებს ყველა მკვლელია,მიზეზს არ აქვს მნიშვნელობა. 20 წელი ხოცა ამერიკამ ხალხი ერაყში და ავღანეთში ტერორისტების მოკვლის მოტივით,თუმცა არავინს საუბრობს ამაზე და რატომ არის რუსეთზე უკეთესი ეს ქვეყანა? რუსეთი აშავებს უკრაინაში,ამერიკა აშავებს ახლო აღმოსავლეთში,ხოდა თუ ადამიანი იტყვის იმას,რომ რუსეთი და ამერიკა არის ბოროტების იმპერიები,რატომ იქნება მტყუანი? დიდი სახელმწიფოები ქმნიან ხელოვნურად კონფლიქტებს და ამით მდიდრდებიან,პატარა ქვეყნები კი ერთ ადგილს ულოკავენ თავისი მოსახელობიანად.
ბიხტორა
22 იანვარი 2024 09:01
12
შენ ეი, ბიხტორ! აფხაზეთი რომ სახელმწიფო იყო,დედაქალაქი ქუთაისში იყო. სად ერეკლე და სად აფსუების ჩაინიკი.
alexandre
22 იანვარი 2024 12:11
1
და სხვათაშორის მაშინ გაერომ გადაწყვიტა რომ ისრაელის გვერდით პალესტინის სახელმწიფოც უნდა არსებულიყო, თუმცა ისრაელი დღემდე უგულებელყოფს გაეროს ამ გადაწყვეტილებას და მაქსიმალურად უშლის ხელს პალესტინის არსებობას, ჰამასიც კი ისრაელის დაარსებულია, რათა შემდგომ პალესტინის ეროვნული ხელისუფლებისთვის ხელისშემშლელ ოპოზიციურ მოძრაობასავით გამოეყენებინათ
არსაკიძე
22 იანვარი 2024 09:40
0
ჰამასიც და ისრაელის მთავობაც ერთნაირი ტერორისტები არიან ზუსტად. ორივე ბავშვებს ხოცავენ და ცდილობენ გაამართლონ რამენაირად თავისი ბოროტება
Gia
21 იანვარი 2024 17:28
15
ადამიანს არავის სიკვდილი არ უნდა უხაროდეს?მაგრამ არსებობს სიტუაცია, ხამაზმა იცოდა რაც მოყვებოდა იმ უაზრო ხოცვა ჟლეტას და ტყვეების აყვანას ხომ! ზუსტად ისე იქცევა ისრაელი! მითხარით რამდენი პალესტინელი გამოვიდა და დაგმო თამაშის ქმედება? მე პირადად არცეთი არ მომისმენია! მეორეც ამდენ ხანს რომ გაეთავისუფლებიათ ის ტყვეები,ხომ მეტი შანსი იყო ,რომ მშვიდობა აღდგენილიყო? რატო არ ათავისუფლებენ? ძალიან ბევრი კითხვებია,რომელზეც ჩვენ არ ვიცით პასუხი.
დავიდუსი
21 იანვარი 2024 13:32
31
სრულიად გეთანხმები
საქარᲗველოს Შვილი
21 იანვარი 2024 21:07
3
განსხვავება იცით რაშია ? ისრაელის სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით აზრი ორადაა გაყოფილი - ზოგი ამართლებს მათ სისასტიკეს, რადგანაც ეს არაბების მიერ მოწყობილი სასაკლაოს საპასუხო ქმედებაა. ზოგი კი პირიქით, თვლის რომ მათ ძალიან გადაამეტეს. ეს აზრთა სხვადასხვაობა ნორმალურია, ასეც უნდა იყოს. ახლა კი ვნახოთ რა ხდება არაბულ სამყაროში და ზოგადად მუსლიმებში. პირველივე დღიდან, ჯერ კიდევ მანამდე ვიდრე ისრაელი საპასუხო ოპერაციას დაიწყებდა, უკვე უპირობოდ უჭერდნენ მხარს ჰამასს, ამართლებდნენ იმ ტერორისტულ სიგიჟეს რაც მათ მოაწყვეს იმ დღეს. სანთლით საძებარი აღმოჩნდა ისეთი მუსლიმი, რომელიც ამას დაგმობდა. ჰოდა რას ვერჩით ისრაელს ? რომ არა მათი პრინციპულობა და სიმკაცრე, არაბული სამყარო უბრალოდ გადათელავდა მათ. ლინეკერი რუსებს უძვრება, როცა ებრაელი სპორტსმენების დაბლოკვაზე საუბრობს. არადა ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვა არ გამოვა. ვინც ამ დროს ორმაგ სტანდარტებზე ბლუყუნებს, ჩვეულებრივი ბეცია.
კორბენა
21 იანვარი 2024 13:23
22
აზრი ორად დასავლეთშია გაყოფილი და არა ისრაელში.
გია
21 იანვარი 2024 17:29
1
გეთანხმები მეგობარო ნამდვილად მასეა მაგრამ ბევრს არ აქვს ნორმალურად აღქმის უნარი და ისრაელს უხსენებელ ქვეყანას ადარებენ.
კორბენას
21 იანვარი 2024 15:55
13
ორმაგი სტანდარტები ღუპავს მსოფლიოს და ზოგადად დღევანდელი საგანგაშოდ დამკვიდრებული უსამართლობა. ისრაელს ეპატიება სხვას არა იმას ეპატიება მას არა რატომ? მიზეზი მარტივია ხაარ გაბატონებული ძალის მხარეს შენთვის ძალის გადამეტება, ხოცვა ჟლეტა მოსულა. არ ხარ მათთან "ჩაგწიხლავენ" გაგრიყავენ ეგრევე ოდნავადაც კი რაიმეში მათ ინტერესებს არ დაემორჩილო და ქედი არ მოუხარო. აი ასეთი "დაძალებული" სამართლიანობა მეფობს დღეს მსოფლიოში.
Helados
21 იანვარი 2024 12:27
6
ისრაელის შექმნის პირველივე დღიდან,გარშემო არსებული არაბული ქვეყნების მთავარი მიზანი,მისი განადგურება გახდა და არა ერთხელ დაიწყეს ომი.ებრაელებმა მწარე გამოცდილებით იციან,რომ მათ წინააღმდეგ,მხოლოდ ძალა სჭრის და რაც სჭრის,იმას უპირისპირებენ.ეს უკვე მერვე ომია,რამდენადაც მახსოვს და ყოველ ჯერზე,მას არაბები იწყებდნენ.ისრაელმა რამდენჯერაც რაღაცა დაუთმო,თუნდაც ჰუმანიტარული,თუნდაც პოლიტიკური მოსაზრებებით,იმდენჯერ,უარესი აგრესია მიიღო.ამიტომაა,რომ არჩევს,საკუთარი უსაფრთხოება,მხოლოდ მასზე იყოს დამოკიდებული და არაბებს,მის წინააღმდეგ რაიმეს გაკეთების საშუალება არ მისცეს.პალესტინა,მთლიანად ტერორისტებმა ჩაიგდეს ხელში და ესე იგი,მთელი ქვეყანა,ისრაელის ფიზიკურ განადგურებაზე ოცნებობს.არც თავს ზოგავენ და მით უფრო,არც ისრაელს.თუ მთლიანად განადგურდება ეს ძალა და აღარც მომავალში ექნება,ისრაელის წინაარმდეგ ტერაქტების ჩატარების საშუალება,მაშინ აღარც თვითონ პალესტინელები აღმოჩნდებიან,ძალადობის მსხვერპლნი.ებრაული საზოგადოება,გაცილებით უფრო დემოკრატიული და ტოლერანტულია,ვიდრე მის გარშემო არსებული არაბული გარემოცვა.გასაგებია,რომ არაბებს არ მოსწონთ,მაგრამ ისრაელი ამას არ დათმობს და ყველაფერს იღონებს,რომ გარე ძალებს,მის წინააღმდეგ მოქმედების,ყველანაირი საშუალება წაართვას.ისრაელის უსაფრთხოება,მათთვის უპირველესი მიზანია
სოსო
21 იანვარი 2024 14:43
20
სამწუხაროდ და სამარცხვინოდ ყოველთვის ესე იყო, ძალა ყოველთვის ხნავდა აღმართს.
თომა
21 იანვარი 2024 13:51
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული