"ბარსელონას" ექსთავდამსხმელმა ტვიტერში გამოაქვეყნა პოსტი ფეხბურთიდან ისრაელის მოკვეთაზე, თუმცა მოგვიანებით ის წაშალა. გარი "ჩელსის" ყოფილმა მწვრთნელმა, ავრაამ გრანტმა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა გააკრტიკეს. ლინეკერი კი მიიჩნევს, რომ აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ.
"ყველა, ვისაც ამ თემაზე ვესაუბრები, ფიქრობს: "რა ჯანდაბა ხდება?!" მაგრამ როცა პირს აღებ ან სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებ - ყველაფერი ტოქსიკური ხდება. რა აზრიც უნდა დააფიქსირო, შეტევა ყოველთვის
ებრაელი მეგობრები ისრაელის მხარდაჭერას მთხოვდნენ. მარტივი პასუხი მქონდა: "არავითარ შემთხვევაში!" და მათაც მოვუწოდე იმავეს გაკეთებისკენ. ვიცი, რომ პრობლემა არა ებრაელ ხალხში, არამედ ხელისუფლებაშია. ისიც მესმის, რომ მთავრობა 7 ოქტომბერს მომხდარ ამბებზე რეაგირებს, მაგრამ, ეშმაკმა დალახვროს, 1 აფეთქების პროპორციული 80 აფეთქება არაა," - თქვა ლინეკერმა.
ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ მიმდინარეობს. დაპირისპირება გამწვავდა 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა ჰამასის სამხედრო ფრთა ისრაელის მიერ კონტრორილებურ ტერიტორიებზე შეიჭრა, რასაც დაახლოებით, 1200 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ამის საპასუხოდ ისრაელის სახელმწიფომ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო - ებრაული მხარის მოქმედებებს 25 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 62 000-ზე მეტი ადამიანი მძიმედ დაიჭრა.
მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით