"მეორე ნომრად თამაშს არ ვაპირებთ, არ დაგავიწყდეთ, რომ "ნაპოლი" ჩემპიონია" - რა თქვა მაცარიმ "ინტერთან" მატჩის წინ

AutoSharing Option
ხვალ, 22 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე, იტალიის სუპერთასის ფინალში "ინტერი" "ნაპოლის" დაუპირისპირდება. "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.

"ნაპოლიმ" გასულ წელს სკუდეტოს მოგებით, თავი მთელ მსოფლიოს გააცნო. ჩემთვის ეს კარიერაში მეორე ფინალია და ძალიან მსურს, რომ გავიმარჯვო. თუმცა, თუ ჩემპიონები ვერ გავხდით, მაინც კმაყოფილი ვიქნები, რომ ფინალამდე მივაღწიეთ.

რას ვფიქრობ "ინტერზე"? შესანიშნავი გუნდია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თავდაჯერებულები ვიყოთ. მეორე ნომრად თამაშზე თანახმა არ ვარ, მიუხედავად მეტოქისადმი პატივისცემისა, ჩვენ იტალიის მოქმედი ჩემპიონები ვართ.

ტრავმების გამო
დემე და ოლივერა ვერ დაგვეხმარებიან, თუმცა კაიუსტე და ზელინსკი ხვალინდელი მატჩისთვის მზად არიან", - განაცხადა მაცარიმ.

altმაცარი: კვარაცხელია ჩემს ტაქტიკას მსხვერპლად შეეწირა?

alt"კვარას" და ოსიმენს ამას ვეტყვი; რაც შეეხება დე ლაურენტისს..." - რა თქვა მაცარიმ "სალერნიტანასთან" მატჩის წინ

მკითხველის კომენტარები / 11 /
გულით ვუსურვოთ ლამაზი გამარჯვება ხვიჩასა და მის გუნდს!
კოლხიდელი
23:07 21-01-2024
3
ბოღმისტებო! ვისაც ხვიჩას მოგება არ გინდათ დღეს, თვენს თავებზეც გავიარ-გამოვიარე ტალახიანი ფეხებით!
ფანი.
23:37 21-01-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული