"მუშაობა აღარ შემიძლია, "ლივერპულს" სეზონის ბოლოს დავტოვებ" - იურგენ კლოპი

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში "ლივერპულმა" იურგენ კლოპის ინტერვიუ გაავრცელა, სადაც გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს "სქაუზერებს" დატოვებს.

"ვიცი, რომ რასაც ახლა ვიტყვი, უამრავ ადამიანს შოკში ჩააგდებს, თუმცა "ლივერპულს" ვტოვებ, სეზონის ბოლოს მივდივარ. ენერგიისგან დავიცალე, ახლა პრობლემა არ მაქვს, აბსოლუტურად კარგად ვარ.

მაგრამ ვიცი, რომ მუშაობა აღარ შემიძლია. ამის შესახებ კლუბს ნოემბრის თვეში ვაცნობე", - განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, გერმანელმა სპეციალისტმა "ლივერპული" 2015 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით, "მერსისაიდელებმა" პრემიერლიგა (ისტორიაში პირველად), ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, ფიფას საკლუბო
თასი, ინგლისის ლიგის თასი და FA თასი მოიგეს.

alt"მალე კლოპი პირადად დაუკავშირდება, ხვიჩას გადაწყვეტილება მიღებული აქვს" - იტალიელი ჟურნალისტი

alt"ძალიან იმედგაცრუებულია" - კლოპი ფირმინოს განაცხადს მიღმა დატოვებას გამოეხმაურა

altკლოპი აღფრთოვანებულია და მოცდას აღარ აპირებს - რას გეგმავს "ლივერპული" ზამთარში კვარაცხელიას ტრანსფერზე

მკითხველის კომენტარები / 13 /
მალე ვიტყვით-
როს ლივერპული დასტოვა კლოპმა,
მაშინ ეპოქა დასრულდა დიდი.
არადა როგორ მინდოდა ხვიჩა ლივერპუულში კლოპის ხელში. მისგან დიდ ფეხბურთელს გამოძერწავდა. საინტერესოა ვის მოიყვანენ შეუცვლელის შემცვლელად
ვანჩოპე
27 იანვარი 2024 08:29
0
იურგენ დაიღლებოდი აბა რა იქნებოდა, მგონი სიზმარშიც რეალი გესიზმრება)))
მამუკა
26 იანვარი 2024 23:00
14
ჯადოქარი კლოპი! ჯადოსნური ლივერი6 რომელმაც ბარსას 4:0 მოუგო !
ოცნება მქონდა კვარას კლოპის გუნდში კლოპის ფეხბურთი ეთამაშა! ალბათ მაშინ კვარა სალაჰსაც დაჩრდილავდა!
დიდი ადამიანი ხარ, იურგენ. დიდი მადლობა!
გია_544
26 იანვარი 2024 20:50
1
სეკტემბრმდე ან საერთოდ ერთი წელი არმგონია იმუშავოს აშკარად გდაღალა ფეხბურთმა
beqa
26 იანვარი 2024 18:09
0
ამ კაცს უაღრესად დიდ პატივს ვცემ. უდიდესი პროფესიონალია.
ნებისმიერ კლუბს დახატავს. ნებისმიერ ნაკრებს გამოადგება.
იურგენ იუვეში მოდეეეეეეეეეეეე!!
serxio
26 იანვარი 2024 17:26
2
პრემიერლიგა არ ჰქონდა, მანამდე ლივერპულს მოგებული?
ლევანი
26 იანვარი 2024 16:45
6
რაც პრემიერლიგა დაერქვა, არ ჰქონდა მოგებული. ისე ინგლისის ჩემპიონი ბევრჯერაა
Irakli Apkhaidze
26 იანვარი 2024 18:37
0
წინა 18 ს თუ არ ჩავთვლით არა :D
ნოდო
26 იანვარი 2024 17:53
0
კობიაშვილო, მიხედე საქმეს, ეგ კაცი გასაშვები არ არის ხელიდან. გაიკარით ჯიბეზე ხელი და ჩამოიყვანეთ იურგენა საქართველოს ნაკრებში
გია პაპა
26 იანვარი 2024 16:00
2
შენ მაგრად გესმის ფეხბურთი როგორც ჩანს. კლოპის დონის მწვრთნელი რომ მოგყავს, ფეხბურთელებიც შესაბამისი უნდა გყავდეს. თუ არა წყალში გადაყრილი ფულია. ევ ფული სჯობია ბავშვთა ფეხბურთში ჩასდო. იყვნენ აქ კუპერი, ტოპმიოლერი და რა შედეგი ჰქონდათ გადახედე თუ არ გახსოვს. ფეხბურთელები მაშინ უკეთესი გვყავდა, მამარდას და ხვიჩას თუ არ ჩავთვლით
ეჰ
26 იანვარი 2024 21:21
0
ამბობს, დავიღალეო და კობიაშვილმა ბახმაროში დასასვენებლად ჩამოიყვანოს? :)
კოლა
26 იანვარი 2024 16:56
0
წამოდი ბაიერნში, დიდი ხანია რაც გელოდებით.
q
26 იანვარი 2024 15:32
6
ბარსაში კვარასთან ერთად იდეალური იქნება
beqa
26 იანვარი 2024 15:10
3

სიახლეები პოპულარული