"ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, ბურთს ძირითადად ჩვენ ვფლობდით. სიმართლე გითხრათ, ამან აღმაფრთოვანა. მიუხედავად ახალი სათამაშო სისტემისა, უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო. სარის გუნდთან ამის გაკეთება მარტივი არ არის.
კვარაცხელიას და ოსიმენის გარეშე შეტევაში თამაში ძალიან რთულია. ბიჭების განწყობა მომწონს, ისინი იბრძვიან და მონდომებული არიან. მას შემდეგ, რაც აქ მეორედ დავბრუნდი, ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა", -
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-9 ადგილს იკავებს. "პარტენოპეი" მორიგ მატჩს 4 თებერვალს, "ვერონას" წინააღმდეგ გამართავს.
მძიმე სანახაობა ხვიჩას გარეშე - "ნაპოლიმ" "ლაციოსთან" ფრეს მიაღწია [VIDEO]