"ვალენსია" გამორჩეულმა ფეხბურთელმა უფასოდ დატოვა

AutoSharing Option
"ვალენსიას" ცენტრალური მცველი გაბრიელ პაულისტა კარიერას მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "ღამურებთან" კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტა და "ინდიელებთან" ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდე გააფორმა.

შეგახსენებთ, პაულისტა "ვალენსიას" 2017 წელს, ლონდონის "არსენალიდან" შეუერთდა და მესტალიელთა ერთ-ერთ შეუცვლელ ფეხბურთელად ითვლებოდა. გაბრიელმა "ღამურების" მაისურით ჯამში 176 მატჩი გამართა და თავი 8 გატანილი გოლით გამოიჩინა.

altლონდონის "არსენალს" გაბრიელ პაულისტა უნდა

altშტატების ჩემპიონატები. პაულისტა და კარიოკა: კარიოკა სენსაციებით განახლდა

მკითხველის კომენტარები / 4 /
პაულისტა წავიდა, მოსკერაც გაუშვან, პრინციპში დიახაბიც რაღად უნდათ. მალე ბარახას მოუწევს ცენტრალურ მცველად დადგომა. ამ გუნდს საერთოდ ყავს პატრონი?!
სტუმარი
31 იანვარი 2024 18:17
0
Პაულისტა მაღალი კლასის ფეხბურთელია,ოღონდ ხშირად ტრამვებს ღებულობს.როცა ის ფორმაში იყო ვალენსია რეზულტატს დებდა, მისი წასვლით ქულების დაგროვება ძალიან გაუჭირდებათ.
Რერო
31 იანვარი 2024 15:08
0
ვალენსია ფინანსურ კრიზისშიაო და ასე უკაპიკოდ გაუშვეს?ეტყობა არც ისე ძალიან უჭირთ.ისედაც სუსტ დაცვას,კიდევ ეს უნდოდა?გუნდმა თითქოს რაღაცის დამსგავსება დაიწყო და ღმერთმა ქნას,ისევ არ დაიშალოს.
სოსო
31 იანვარი 2024 12:52
0
არაფერი სასიკეთო ვალენიაში არ ჩანს. როგორც თამაშობდა აბდაუბდა და ქაოტურ ფეხბურთს, ასევე დარჩა. გული მწყდება რომ გიორგის მოუწევს ამ კლუბში დარჩენა ( თუ გადავა ხომ კარგი)
Walter White
31 იანვარი 2024 16:16
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული