"ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კარიერას დაასრულებს" - მოდრიჩის მოულოდნელი გადაწყვეტილება

AutoSharing Option
ლუკა მოდრიჩი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ,, დიდი ალბათობით, კარიერას დაასრულებს, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი მანუ კარენო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ხორვატმა ნახევარმცველმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მადრიდის "რეალთან" ხელშეკრულებას აღარ გაახანგრძლივებს.

"ახალგაზრდა ფეხბურთელების ტრავმების გამო ის თამაშობს იმაზე მეტს, ვიდრე მას სურს.

"რეალი" სამომავლოდ ისეთ მოთამაშეებს დაეყრდნობა, როგორებიც ფედე ვალვერდე, ჯუდ ბელინგემი, ედუარდო კამავინგა და ორელიენ ჩუამენი არიან. მოდრიჩისა და კროოსის როლი კი მნიშვნელოვნად შემცირდება.

ხორვატი კარგად ხვდება, რომ მას ძველებური როლი აღარ აქვს, ამიტომ ახალ ხელშეკრულებაზე უარი განაცხადა. თუ
სარფიან წინადადებას არ მიიღებს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კარიერას დაასრულებს", - განაცხადა კარენომ.

შეგახსენებთ, 38 წლის მოდრიჩმა მიმდინარე სეზონში "სამეფო კლუბის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 24 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.

altმოდრიჩი ზაფხულში "რეალს" დატოვებს

altმოდრიჩის მორიგი მიღწევა - ლუკამ 1997 წლის რეკორდი გააუმჯობესა

altმესამე ფეხბურთელი "რეალის" ისტორიაში - ლუკა მოდრიჩის მორიგი მიღწევა

მკითხველის კომენტარები / 5 /
მოდრიჩი უნდა წავიდეს პსჟ-ში..თუ წავა ფეღბურთიდან ჯერ მაგის წასვლა საცოდაობაა მაგნაირმა სულ უნდა ითამაშოს
Nikoloz
12:59 02-02-2024
1
რაღა გაკვირვება 39 წლისაა დაასრულებს აწი აბა რასიზამს
beqa
17:41 01-02-2024
0

სიახლეები პოპულარული