"ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კარიერას დაასრულებს" - მოდრიჩის მოულოდნელი გადაწყვეტილება

AutoSharing Option
ლუკა მოდრიჩი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ,, დიდი ალბათობით, კარიერას დაასრულებს, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი მანუ კარენო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ხორვატმა ნახევარმცველმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მადრიდის "რეალთან" ხელშეკრულებას აღარ გაახანგრძლივებს.

"ახალგაზრდა ფეხბურთელების ტრავმების გამო ის თამაშობს იმაზე მეტს, ვიდრე მას სურს.

"რეალი" სამომავლოდ ისეთ მოთამაშეებს დაეყრდნობა, როგორებიც ფედე ვალვერდე, ჯუდ ბელინგემი, ედუარდო კამავინგა და ორელიენ ჩუამენი არიან. მოდრიჩისა და კროოსის როლი კი მნიშვნელოვნად შემცირდება.

ხორვატი კარგად ხვდება, რომ მას ძველებური როლი აღარ აქვს, ამიტომ ახალ ხელშეკრულებაზე უარი განაცხადა. თუ
სარფიან წინადადებას არ მიიღებს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კარიერას დაასრულებს", - განაცხადა კარენომ.

შეგახსენებთ, 38 წლის მოდრიჩმა მიმდინარე სეზონში "სამეფო კლუბის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 24 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.

altმოდრიჩი ზაფხულში "რეალს" დატოვებს

altმოდრიჩის მორიგი მიღწევა - ლუკამ 1997 წლის რეკორდი გააუმჯობესა

altმესამე ფეხბურთელი "რეალის" ისტორიაში - ლუკა მოდრიჩის მორიგი მიღწევა

მკითხველის კომენტარები / 5 /
მოდრიჩი უნდა წავიდეს პსჟ-ში..თუ წავა ფეღბურთიდან ჯერ მაგის წასვლა საცოდაობაა მაგნაირმა სულ უნდა ითამაშოს
Nikoloz
02 თებერვალი 2024 12:59
1
რაღა გაკვირვება 39 წლისაა დაასრულებს აწი აბა რასიზამს
beqa
01 თებერვალი 2024 17:41
0
ჩავი 36 წლის- ყატარში, ინიესტა 34 წლის- იაპონიაში, მესი 36 წლის- ამერიკაში, რონალდუ 37 წლის- საუდის არაბეთში, და ამ დროს 38!!! წლის მოდრიჩი ისევ რეალ მადრიდში!!! თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე ლუკა მოდრიჩი, აღარ მახსოვს რომელიღაცა ყოფილმა ფეხბურთელმა თქვა ლუკაზე, მოდრიჩი რომ ვიყო 80 წლამდე ვითამაშებდიო. ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ერთი კვირით ადრე დაბრუნდა შვებულებიდან და შეუერთდა ვარჯიშებს რეალის ბაზაზე, პერესი გადაირია და კიდევ ერთი წლით გაუგრძელა კონტრაქტი, აი ეს არის ნამდვილი პროფესიონალიზმი
მამუკა
01 თებერვალი 2024 17:32
0
მესის, გიჟების მეტი არავინ გაუშვებდა. დამპალი ლაპორტა.
ფანი
02 თებერვალი 2024 19:46
0
ლეო მესის ნამდვილად არ უნდოდა წასვლა ბარსადან, მითუმეტეს ბარსა მისი "საყვარელი სახლი" იყო! პირიქით კარიერის დამთავრებას ბარსაში აპირებდა, ამის შესახებ რამდენჯერმე აღნიშნავდა ინტერვიურებში. უბრალოდ საქმეში ჩაერია ისეთი მაფიოზები, როგორებიც არიან ტებასი და ლაპორტა, მაგეებმა გააკეთეს ყველაფერი, რო ლეოს დაეტოვებინა ბარსა, მაგათ კისერზეა დღეს ლეო, რო ამერიკაშია და არა ბარსაში.
მამუკას
02 თებერვალი 2024 18:37
0

სიახლეები პოპულარული