"100 მილიონს უმაქნის ფეხბურთელებში იხდიან" - ანდერსონმა "იუნაიტედი" გააკრიტიკა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანდერსონმა "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა. "მანკუნიანელთა" ყოფილი ნახევარმცველის თქმით, კლუბი ტრანსფერებში ძალიან დიდ თანხას ხარჯავს, თუმცა მოთამაშეებს არასწორად არჩევენ.

"დღესდღეობით პატარა კლუბები "ოლდ ტრაფორდზე" შიშის გარეშე თამაშობენ.

"მანკუნიანელები" სატრანსფერო ფანჯარაზე ხშირად შეცდომებს უშვებენ, ყიდულობენ არაფრის მაქნის ფეხბურთელებს. თუ მოთამაშეში 100 მილიონ ევროს იხდი, რატომ არ ყიდულობ ნეიმარს ან მის მსგავს ფეხბურთელებს, რომლებსაც მატჩის ბედის შეცვლა შეუძლიათ?" - განაცხადა ანდერსონმა.

შეგახსენებთ, ბრაზილიელი ნახევარმცველი "წითელი ეშმაკების" რიგებში 2007/2015 წლებში ირიცხებოდა და 2008 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოც მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
Ambobs tipi yvelaze cudi transperi iyo ert dros...portudan rom iyida m.u.m gadaoba klubia ))))
L.J .
15:12 02-02-2024
1
ყვავმა, ყვავს უთხრა შავი ხარო!
თომა
16:59 02-02-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული