რომანო: ფლიკი "ბარსელონას" ჩაბარებას დათანხმდა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ხავი ერნანდესმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს, "ბლაუგრანა" ახალი მწვრთნელის ძებნას შეუდგა.

გერმანულმა გამოცემა Bild-მა რამდენიმე დღის წინ გვაუწყა, რომ "ბარსას" სპორტული დირექტორი დეკუ მოლაპარაკებებს ჰანსი ფლიკთან აწარმოებდა.

აღნიშნული ინფორმაცია ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა. მისი თქმით, 58 წლის სპეციალისტი "ბლაუგრანას" ჩაბარებას დათანხმდა.

მიუხედავად ამისა, "ბარსას" ხელმძღვანელებს სხვა ვარიანტების განხილვაც სურთ და საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისედაც დაღმასვლა აქვს კარიერაში და კიდე ეს უნდა? დასამარდება ბარსაში
Nika
19:38 08-02-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული