ლურჯი ბარათი ფეხბურთში? - დღეს საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს

AutoSharing Option
Telefootball-ის ცნობით, ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭო დღეს, 9 თებერვალს, ლურჯი ბარათების შემოღებას მხარს დაუჭერს.

მას შემდეგ, რაც მსაჯი ფეხბურთელს ლურჯ ბარათს უჩვენებს, მოთამაშე მოედანს 10 წუთით დატოვებს. ლურჯი ბარათით გაფრთხილებას მიიღებენ ფეხბურთელები, რომლებიც სახიფათო შეტევას ჩაშლიან ან მსაჯს შეეკამათებიან.

მოთამაშე, რომელიც 2 ლურჯ ბარათს მიიღებს, მოედნიდან გაძევებული იქნება. ასევე, თუ ფეხბურთელი ლურჯი ბარათის მიღების შემდეგ ყვითელ ბარათს მიიღებს, ავტომატურად წითელ ბარათად გადაკეთდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნულს 2024/2025 წლების სეზონში მამაკაცთა და ქალთა შორის ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის შეხვედრებში გამოცდიან.
მკითხველის კომენტარები / 20 /
არაა საჭირო ლურჯი ბარათი სისულელეა
dato
09 თებერვალი 2024 16:55
3
ამდენი ბარათი მართლა უაზრობაა მაშინ ყვითელი გააუქმონ
ჟორა
09 თებერვალი 2024 12:40
1
დაიწყება ახლა გახვალ არ გავალ და დროის გაწელვები.
ბადრი
09 თებერვალი 2024 19:18
3
გორაობაზეც ლურჯი ბარათი ნა..უი მინდვრიდან.
წაჯახებაზე ექიმი თუ გჭირდება წადი და პიანინოზე დაუკარი
.ლიად
Levani
10 თებერვალი 2024 01:20
0
კიდევ შავი ბარათი მსაჯისთვის, როცა "გაასვენებენ" მოედნიდნ!
მწვრთნელი
09 თებერვალი 2024 17:45
1
შემოიღონ შავი ბარათი ამ ბარათის მიმღებ მოთამაშეს ცალ თვალს აუხვევენ
ზურაბ
10 თებერვალი 2024 17:21
0
ეს ათი წუთი,სუფთა სათამაშო დრო იქნება?
ელგუჯა
10 თებერვალი 2024 09:48
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული