ლურჯი ბარათი ფეხბურთში? - დღეს საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს

AutoSharing Option
Telefootball-ის ცნობით, ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭო დღეს, 9 თებერვალს, ლურჯი ბარათების შემოღებას მხარს დაუჭერს.

მას შემდეგ, რაც მსაჯი ფეხბურთელს ლურჯ ბარათს უჩვენებს, მოთამაშე მოედანს 10 წუთით დატოვებს. ლურჯი ბარათით გაფრთხილებას მიიღებენ ფეხბურთელები, რომლებიც სახიფათო შეტევას ჩაშლიან ან მსაჯს შეეკამათებიან.

მოთამაშე, რომელიც 2 ლურჯ ბარათს მიიღებს, მოედნიდან გაძევებული იქნება. ასევე, თუ ფეხბურთელი ლურჯი ბარათის მიღების შემდეგ ყვითელ ბარათს მიიღებს, ავტომატურად წითელ ბარათად გადაკეთდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნულს 2024/2025 წლების სეზონში მამაკაცთა და ქალთა შორის ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის შეხვედრებში გამოცდიან.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ნეტა, არ მაიმუნობდეთ რა? არის ყვითელი, წითელი ბარათები, საკმარისი არ არის? აღარ იციან რითი და რა მეთოდებით გააბითურონ ფეხბურთი, მართლა მოცლილები არიან ეს ჩემისები უკვე! მე მგონი საქმე იქითკენ მიდის, რო ყველაფერს გაუუქმებენ და ერთი ბარათი იქნება ცისარტყელას ფერებით!
ვაი თქვენს პატრონს/!
13:03 09-02-2024
15
მწვანემ რაღა დააშავა?:)) ერთია ორგანოს გრეხვას აქვს უკვე ადგილი.
pablo
11:02 09-02-2024
3

სიახლეები პოპულარული