უმკაცრესი სასჯელი ზელინსკის - დე ლაურენტისი პოლონელზე გაბრაზებულია

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, "ნაპოლის" ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი თავისუფალი აგენტის სტატუსით "ნაპოლის" დატოვებს და "ინტერს" შეუერთდება.

პოლონელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, რამაც "პარტენოპეის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ძალიან გააბრაზა.

Calcionapoli24-ის ჟურნალისტის, ლუკა კერჩონეს ცნობით, დიდი შანსია, რომ მიმდინარე სეზონში ზელინსკი მოედანზე ვეღარ ვიხილოთ და ჩემპიონატის დარჩენილი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატაროს.

მოგეხსენებათ, პიოტრი ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც ვერ მოხვდა.

შეგახსენებთ, ზელინსკი "ნაპოლის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს.

alt"მის ბოლო თამაშებს უყურეთ?" - დე ლაურენტისმა ზელინსკის

აგენტი გააკრიტიკა

alt"დე ლაურენტისი დიქტატორია" - პოლონელები ზელინსკის დასჯამ აღაშფოთა

altეს დასასრულია - "ნაპოლიმ" ზელინსკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან მოკვეთა

მკითხველის კომენტარები / 21 /
მაგარი დამპალია დე ლავრენტისი. არავინ იმასთან არ ჩერდება. საბოლოოდ ყველა ნაწყენი მიდის. ის რომ არა არც სპალეტი წავიდოდა ამ გუნდიდან. კაცი არის დიქტატორი და წუწურაქი და მასთან მუშაობა ყველას უჭირს, არავის უნდა. უმრავლესობა ნაპოლელი ქომაგები ამას ვერ ხვდებიან, ნაწილი ხვდება. კვარა არ ყოლოდათ რა ჩემპიონატს მოიგებდნენ ნახავდნენ და რა ხელფასს უხდის გაიძვერა კაცი
მე
15 თებერვალი 2024 08:30
1
შენ რა იცი გიმუშავია ნაპოლიში გქონია რამე
შეხება ? თუ შენ დაგესიზმრა და სხვამ არ იცის? შარშან ჩემპიონები გახადა მაგ კაცმა კლუნი და ფანებს უყვართ
გიუ
16 თებერვალი 2024 07:52
0
ზელენსკის ფეხბურთი არსად გაიშვა რა უნდა მაგას ნაპოლიში დარწმუნებული ვარ ინტერშიც სკამზე მოუწევს ჯდომა პასებს არ აძლევდა კვარას ხოდა იჯდეს ეხლა სკამზე:)
gio9
14 თებერვალი 2024 19:52
19
მარაზმია უკვე, რაც ხდება, ფეხბურთელებს და მათ აგენტებს მეტისმეტად გაუვიდათ თავს, რაში ითხოვენ მილიონებს, აგენტები ხომ საერთოდ, ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელზე მეტ ბონუსებს ეგენი ითხოვენ.
კონკრეტულად ჟელინსკი - ამდენი წელია გუნდში რომ ხარ,ჩუმად არ უნდა იპარებოდე სხვაგან, მით უმეტეს, ისედაც ყველამ იცოდა, კონტრაქტს რომ არ ახანგრძლივებდა ნაპოლისთან და ვერავინ ვერაფერს დააკლებდა. დე ლაურენტისიც მაგარი უნამუსო და გაუმაძღარია, მაგრამ ჟელინსკი ამ შემთხვევაში არაა მართალი
ლუკა
14 თებერვალი 2024 16:18
6
მაგარი " უმკაცრესი სასჯელია ". ლაურენტესი მეტის ღირსია. კვარა როდის მოშორდება ნეტა ამ გარეწარს
ბესო
14 თებერვალი 2024 15:46
1
ხედავთ ფეხბურთელის ბედს? კაცი 8 წელი პატიოსნად ემსახურა და სხვა გუნდში გადასვლისათვის მთლიანად გარიყეს, არაა გამორიცხული ვარჯიშიც აუკრძალოს. ამიტომ სანამდე ხარ უნდა ემსახურო და მიიღო ღირსეული გასამრჯელო, ანუ შაური არ უნდა დაიკლო.
ჟორა გაბრიჭიძე
14 თებერვალი 2024 14:35
3
ბესო-ს.მარტო იმაში გეთანხმები, რომ ხვიჩა გუნდი უნდა შეიცვალოს. რატომ არ გინდა გაიგოთ რომ ეს გუნდი მისი საკუთრებაა და რასაც უნდა და ვისაც უნდა იმას მოიყვანს.იმ მილიონობით რამდენს შოულობს ეს არც შენი საქმეა და არც ჩემი, არც ჟურნალისტების. მე ვაფასებ ყველაფერს შედეგით. აბა პირად რომ არ ვიცნობ, შენც კარგად იცი. კაცმა გუნდი გახადა ჩემპიონი, ლიგაზეც რომ არა უიღბლობა ნახევარფინალშიც შეიძლება აღმოჩენილიყო. წელს კრიზისი აქვს, ამას ყველა ვხედავთ. საიდან მოიტანე რომ ზელინსკის არ უშვებს? მე ეგ არსად წამიკითხია. კი ბატონო თანხას არ მოგცემო უთხრა იმდენს, რამდენსაც მას უნდა. რატომ ვერ ან არ გინდათ გაიგოთ რომ ეს არის აურელიოს გადასაწყვეტი. რა არის კიდევ იმაში გასაკვირი რომ ის ეძებს იაფად მწვრთნელს და ფეხბურთელებს? შენ ბაზარში რომ მიდიხარ მაინდამაინც ძვირიან პროდუქტს დაეტაკები? როცა შეგიძლია უფრო იაფადაც იშოვო. მარტივადაა ეს ყველაფერი. რადგან ფეხბურთია და პოპულარული სპორტია,ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს აზრები გაითვალისწინოს, მითუმეტეს წუნკალი ჟურნალისტების. რაც შეეხება ჩემს ცოდნას ფეხბურთზე ვგონებ კარგად მესმის.ზოგ ჟურნალისტზე კარგადაც. 82წლის ჩეპიონატის მსოფლიო ჩემპიონატის ჩემპიონების გვარ სახელები ზეპირად შემიძლია ჩამოგითვალო და ბევრი სხვა რამეც
დავით 67
15 თებერვალი 2024 23:06
0
დავით 67, ძირითადი პუბლიკაცია თუ წაიკითხე ზიელინსკის „უმკაცრეს სასჯელზე?“ თუ მარტო კომენტარებს კითხულობ? ვისაც წასვლა უნდა, მიდისო, რომ წერ, წასვლა უნდა ამ კაცს და უშვებენ რო? როგორც კი ზელინსკიმ თქვა, რომ ლაურენტესთან შეთანხმება ვერ შედგა და ის გუნდიდან წავა, ჯერ გარსიამ, ახლა მაცარიმ სული ამოხადეს ფეხბურთელს. არც მალავენ, რომ ლაურენტესის დავალებას ასრულებენ. ორი დღის წინანდელ ნომერში იყო
პერუჯიოს წერილი, როგორ „ერიდება მაცარი ლაურენტესის განაწყენებას“ ზიელინსკისთან დაკავშირებით და სათადარიგოში ჰყავს. სად არის აქ გუნდის ინტერესები? არ არის ზიელინსკი ვარსკვლავი, მაგრამ მის ადგილზე უკეთესი ვინ ჰყავთ? სპალეტიმ რომ ნაპოლიდან წასვლა გადაწყვიტა, ლაურენტესის იმდროინდელი მუქარები თუ გახსოვს, სასამართლო, ჯარიმები და ციხეც იყო ნახსენები იტალიურ მედიაში... მილიონებს უხდის ფეხბურთელებსო რომ ამბობ, ქველმოქმედია და იმიტომ? მაგ მილიონით კიდევ უფრო ბევრ მილიონებს შოულობს და იმიტომ იხევა ჭიჭინაზე, კარგი ყველგან ძვირია, ამას კაპიკებით და ინტრიგებით უნდა კარგის შენარჩუნება. სეზონი მთავრდება და ნორმალური მწვრთნელი ვერ მიიყვანა გუნდში, უმუშევრების და სხვა გუნდიდან გაგდებულების თავშესაფრად აქცია ნაპოლი.... ხომ არ იცი რატომ ეუბნება ყველა უარს? 8 მწვრთნელთან ჰქონდა მოლაპარაკება და ყველამ კარაბლიკზე გაგზავნა. ქართულ მედიაში ხანდახან გამოჩნდება ხოლმე იტალიელი ექსპერტების შეფასებები ლაურენტესზე, შენ მათზე უკეთესად არც იტალიური ფეხბურთი იცი და არც ლაურენტესს იცნობ, კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ თუნდაც გუგლის დახმარებით თარგმნი და ლაურენტესზე იტალიური მედიის შეფასებას გაეცნობი. ხვიჩამ ნაპოლში და იტალიაში თავისი სათქმელი უკვე თქვა. ოსიმენის წასვლის შემდეგ მაგ გუნდის ფასი მჟავე პანტადაც არ ეღირება და როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს ხვიჩა, ჭაობიდან ვერ ამოვა. ამიტომ, როგორმე მაქედან უნდა გაასწროს და სანამ ფასი აქვს, სხვა გუნდი მონახოს.
ბესო
15 თებერვალი 2024 09:07
1
ყველა გამოხმაურება
ფეხბურთი ღარიბების თამაშია და ნუ შემიისქენით
აურელიო ჯუზეპიჩი
14 თებერვალი 2024 14:18
5
საშინელებაა, როგორ უნდა გადაიტანოს? ;)
ვვვ
14 თებერვალი 2024 13:37
0
ყოჩაღ ზელინსკი, მასე უნდა მგ უნამუსოს.
გიორგი
14 თებერვალი 2024 13:24
5
შეხვდა დე ლაურენტისს,თავისი ჭკუისა და არ მოეწონა!
ზელინსკი საჩემპიონო სეზონში,გუნდის ერთერთი ლიდერი იყო,პრეზიდენტმა კი,წახალისების ნაცვლად,ხელფასის საკუთარი ნებით დაკლება მოსთხოვა.ჰო და ის მიიღო,რასაც იმსახურებდა.ზელინსკიმ ხელფასის დაკლებაზე უარი თქვა,სამაგიეროდ კი,თამაშს მოუკლო და აიძულა კიდეც,თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვან.
სოსო
14 თებერვალი 2024 13:12
2
სოსო-ს! ახლა ჩემი ფულების თვლაც დაიწყე?? შენ რა იცი მე ვის კისერზე ვზივარ? 2 ლარიანსაც არ დავიშურებდი, ოღონდ გაჩუმდი
თემური
16 თებერვალი 2024 00:32
0
თემურ,ჩემი ეჭვი გამართლდა.პოლიტეკონომია კი არა,ზღაპრიდანაც ვერ გამოიტანე სწორი დასკვნა.არ იცი შრომის ფასი და სანამ საკუთარ თავზე არ იწვნევ,ვერც გაიგებ.გგონია მამცირებ და იმასაც ვერ ხვდები,რომ საკუთარ თავს ამხელ.შენს ოჯახს,რითი სუნთქავს და რითი არსებობს.სწორედ შენ ხარ,ის ბიჭი,მშობლების კისერზე რომ ზის,მაგრამ შენ მშობლებს,იმ მოხუცი მამის სიბრძნე არ აქვთ, ნამდვილ,ღირსეულ მამაკაცად რომ გაქციონ.ცხოვრება საუკეთესო მასწავლებელია და როცა იქნება,ის გასწავლის ამას.უბრალოდ, ეს გაცილებით უფრო მტკივნეული იქნება,ვიდრე ოჯახის მიერ სწავლება იქნებოდა. მე ნამდვილად არ ვისურვებდი,იმ დროს,შენს ადგილზე აღმოჩენას.
სოსო
15 თებერვალი 2024 10:26
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული