აზარი: ლუდი ძალიან მიყვარს, არდადეგებიდან წონის პრობლემით ვბრუნდებოდი

AutoSharing Option
ჯონ ობი მიკელის Obi One Podcast-ში საუბრისას ვეტერანმა ბელგიელმა ფეხბურთელმა ედენ აზარმა აღნიშნა, რომ ლუდი ძალიან უყვარს.

როგორც მან განაცხადა, ყოველ ზაფხულს არდადეგებიდან 5 კილოთი მეტი ბრუნდებოდა.

"დიახ, მართალია, რომ ზაფზულში არდადეგებიდან დაბრუნების მერე წონის პრობლემა მქონდა. ყოფილა შემთხვევა, 5კგ-ით ზედმეტიც ვყოფილვარ.

როგორც ყველა ბელგიელს, ლუდი ძალიან მიყვარს, რადგან ჩემი ქვეყანა მსოფლიოში საუკეთესო ლუდს აწარმოებს.

არ ვამბობ, რომ ამ ალკოჰოლს ყოველდღიურად მოვიხმარ, მაგრამ კარგი მატჩის შემდეგ 1-2 ბოთლის დალევა მშვენიერია", - თქვა აზარმა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
არა და რა სისწრაფე ქონდა ბუზივით დაფრინავდა!!...რეალისთვის საჭირო მაჩო მენტალიტეტი არ აქ და მაგიტომ ვერ მოერგო,ბულკია...ჩემი აზრით კვარაც ვერ გაქაჩავს რეალში!!
ჟორა
19 თებერვალი 2024 19:29
7
ამასაც ცოლმა დაუნგრია კარიერა, თუ ეგ კომენტარი მარტო ქარათველ სპორტსმენებზე უნდა დავწეროთ??!!
ქალთ მოძულე ქართველი ვაჟკაცი
19 თებერვალი 2024 18:17
0
მერე უკვირთ რატომ აქვთ ასეთ ფეხბურთელებს მიდმივად ტრავმები. სტაბილურად ვარჯიში ეზარებათ, დასვენებას და დალევას უნდებიან და ბუნებრივია ორგანიზმი ვერ უძლებს შემდეგ რრთბაშად დატვირთვებს. რონალდოს და მესის როგორ ჰქონდათ 15-20 წლიანი მინიმალური რაოდენობის ტრავმებით. არ მგონია მარტო გენეტიკის დამსახურება იყოს.

ქართველების მაგალითი აიღეთ. ხვიჩა რომ ვარკიშობს, არც ტრავმები აწუხებს ხშირად, ღმერთმა კარგად ამყოფოს. ქინქლაძეს ეზარებოდა ვარჯიში და მაგიტომაც სულ საზარსულის ტრავმას იღებდა ოდნავ რომ გაიქცეოდა
აი მიზეზიც
19 თებერვალი 2024 17:47
0

სიახლეები პოპულარული