"გაათავისუფლეს თუ არა მაცარი?" - ოსიმენმა ფანს უპასუხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიდი ალბათობით, "ნაპოლი" მთავარ მწვრთნელ ვალტერ მაცარის გაათავისუფლებს.

რომანოს ინფორმაციით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მის შესაძლო შემცვლელთან, ფრანჩესკო კალცონასთან მოლაპარაკებები უკვე გამართა და მხარეებმა შეთანხმებასაც მიაღწიეს.

"ნაპოლის" ფორვარდ ვიქტორ ოსიმენს ერთ-ერთმა ფანმა ჰკითხა, გაათავისუფლებენ თუ არა მაცარის, რაზეც ოსიმენმა უპასუხა - "გვტოვებს თუ არა მაცარი? არაფრის თქმა არ შემიძლია. კლუბი არ გვაძლევს საშუალებას, რომ ფეხბურთელებმა ასეთ თემებზე ვისაუბროთ. ვითამაშებ თუ არა "ბარსელონასთან"? თავს შესანიშნავად ვგრძნობ", - უთხრა ოსიმენმა გულშემატკივარს.

შეგახსნებთ,
"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას "ბარსელონას" წინააღმდეგ 21 თებერვალს გამართავს.

altდიდი ალბათობით, რამდენიმე საათში "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ეყოლება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული