აგუეროს ფეხბურთში დაბრუნება შესაძლებელია - "კუნმა" ექიმისგან თანხმობა მიიღო

AutoSharing Option
ცნობილი არგენტინელი თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს ექიმმა Twitch-ის სტრიმის მიმდინარეობისას ფეხბურთელთან საუბარში განაცხადა, რომ მას მოედანზე დაბრუნება შეუძლია.

"კუნმა" მას ჰკითხა, ექნება ოდესმე საშუალება, მწვანე მინდორზე 10 ან 20 წუთი კვლავ გავიდეს და თავისი საყვარელი საქმიანობით სიამოვნება მიიღოს.

ექიმმა კი მიუგო, რომ ახლა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს სავსებით შესაძლებელია, რაზეც აგუეროს რეაქცია საკმაოდ ემოციური იყო.

"სიტისა" და "ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა კარიერა 2021 წელს კატალონიურ გრანდში გულის პრობლემების გამო დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ ვიცი შეძლებს თუ ვერა კარიერის გაგრძელებას,მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნოა,ასეთი დონის სპორტსმენის სრულად გამოჯანმრთელებას რომ გაიგებ.
სოსო
20:15 23-02-2024
0
შეძლებს?!ან სად ითამაშებს?!
GiaVala
17:12 23-02-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული