"ან დაემორჩილებით, ან დაისჯებით" - სამი ახალი წესი, რომელიც კალცონამ "ნაპოლის" გასახდელში დაამკვიდრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გუნდის გასახდელში ახალი წესები შემოიღო, ამის შესახებ Napolipiu იტყობინება.

წყაროს ცნობით, კალცონას მიღებულ გადაწყვეტილებებს "ნაპოლის" ყველა ფეხბურთელი უნდა დაემორჩილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებიან.

მწვრთნელის მითითების შესრულება

"არანაირი პროტესტი შეცვლის შემდეგ, როგორც ეს კვარაცხელიას შემთხვევაში მოხდა. ვინც მოედანზე დაამტკიცებს, რომ თამაშის ღირსია, სათანადო დროს მიიღებს.

მაქსიმალური სერიოზულობა საქმისადმი

კალცონა მოითხოვს საქმისადმი ერთგულებას, სრულ კონცენტრაციას და პროფესიონალიზმს, როგორც ვარჯიშებზე, ასევე ოფიციალურ მატჩებში.

ერთიანობა და ერთმანეთის პატივისცემა

მესამე წესი კალცონასთვის ფუნდამენტურია. მას სურს შეკრული ჯგუფი, რომელიც ერთი მიმართულებით
იმოძრავებს და წარმატების მიღწევას შეძლებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ნეაპოლური გუნდის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სრულად მხარს უჭერს", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატში მორიგ შეხვედრას დღეს, 25 თებერვალს, "კალიარის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

altკალცონამ კვარაცხელიას შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - იქნება თუ არა ხვიჩა "კალიარისთან" სასტარტოში?

მკითხველის კომენტარები / 31 /
პრეზიდენტის დეკრეტით დამყარებული მწვრთნელის ავტორიტეტი და დისციპლინა?
ჟორა
26 თებერვალი 2024 18:36
0
იქნებ ისინიც დაგესაჯა ვინც მოედანზე ღორობს და კარგ პოზიციაში მყოფ პარტნიორს პასს არ აწვდის.
ჟორა გაბრიჭიძე
26 თებერვალი 2024 11:28
1
ყველაზე ბანძი კომენტარები შენ გაქვს, ვინც კი ამ საიტზე პოსტავს.
როგორც ადამიანი, შეუმდგარი ხარ.
შესაძლოა ხალხს უჭირდეს ფინანსურად და ამაში არაფერია სასირცხვილო, ზოგადად უჭირს საქართველოში მოსახლეობას. შენ კი აზროვნებით ხარ ღარიბი და მდაბიო.
ნეაპოლი-ს
26 თებერვალი 2024 08:25
0
სპალეტის არ უთქვია ეგენი და ეგ ვინაა. ჯერ ახსნას რატომ და რისთვის და ჯერ დაამტკიცოს რომ რასაც ითხოვს სწორია. და ეგ ეგრე არაა, არასწორია. ნამდვილი მწვრთნელი ვალდებულია ყველაფერი აუხსნას და გააგებინოს ფეხბურთელს რას რატომ და როგორ აკეთებს, ტაქტიკური ცოდნა გაგება და საფეხბურთო აზროვნება უნდა განუვითაროს, თუ მაგის თავი აქვს, და შეუძლია აზროვნება რაც პირდაპირი მოვალეობაა მაგის. მთელ გუნდს ყველაფერი უნდა აუხსნას და გააგებინოს, უფრო მეტიც უნდა დაუმტკიცოს რომ სწორია რასაც ამბობს და მაგის დამტკიცება უნდა შეეძლოს. ასე მუშაობს გვარდიოლა, აზროვნებაში და ტაქტიკის განხილვაში მთელი გუნდი მონაწილეობს. უსიტყვო მორჩილებას ვინც ითხოვს პირველ რიგში უვიცი, ეგოისტი და ავადმყოფია სუყველა. არ არის ჯანმრთელი მოვლენა. თუ არ შეგიძლია დამტკიცება არა გაქვს უსიტყვო მორჩილების მოთხოვნის უფლება. ან იმხელა ავტორიტეტი უნდა იყო რომ თავისით უნდა გემორჩილებოდნენ სუყველა, შენ არ უნდა გჭირდებოდეს თქმა ან დიქტატორულად მოთხოვნა. აი ეგეთი არის მაგალითად ანჩელოტი. ჯერ საქმით უნდა დაამტკიცოს რომ ნდობა და ავტორიტეტი მოიპოვოს, მაგალითად ანჩელოტი რომ იყოს მწვრთნელი ნამდვილად იმსახურებს იმას რომ უსიტყვოდ დაემორჩილონ. ამხელა ლეგენდაა და ავტორიტეტია. მაგრამ აი ეგ ანჩელოტიც კი არ მუშაობს ეგრე და არ ითხოვს უსიტყვო მორჩილებას პირველი დღიდან, იმიტომ
რომ ავტორიტეტია და არ ჭირდება. დიდი საქმეები გაკეთებული აქვს. და მაგას დამსახურება უნდა. მაგრამ რა ანჩელოტი, შორს მიდიხარ როცა მანდ იყო სპალეტი. აი სპალეტი, ბიძია ნამდვილად პატივს ცემენ სუყველა. ეს ვინაა საიდან მოვიდა, აზრზე არაა ავტორიტეტი ეგ არაა და პირველი დღიდან უსიტყვო მორჩილებას ითხოვს.
მეორე პუნქტიც სუფთა მახეა. რაც არ მოინდომოს ფეხბურთელმა სერიოზულობა, მაინც შეეძლება მაგის ვერ დანახვა და ბრალის დადება რომ საკმარისად სერიოზულად არ უდგება და შესაბამისად სკამზე დაჯენა. მესამე პუნქტი პროსტა პიარი ვითომ აი რა სამართლიანი მწვრთნელია.

მაგრამ საბოლოოდ დაისმის ყველაზე დიდი კითხვა, საერთოდ ეს 3 ახალი წესი და ეს ამბავი გასახდელიდან ვინ გამოიტანა? და პრესაში რატომ ქვეყნდება, გასახდელში და გუნდში რაც ხდება ხომ ყველაფერი დახურული უნდა იყოს და შიდა სამზარეულოს საქმეა, მაგრამ კონკრეტულად ეს 3 ახალი წესი რატომ გადმოფინეს საჯაროდ პრესაში და რატომ უნდა ვიღაცას რომ ხალხის მასებმა გაიგონ. პიარი ჭირდება ვიღაცას, და წინასწარ თავის მართლება. მოკლედ ვნახოთ რა გამოუვა. სპალეტის ნაირი კარიერის აიწყობას ცდილობს კალცონა
ესეც ჩაივლის.
25 თებერვალი 2024 17:53
16
სრულად ვეთანხმები ?.?.?. -ს .ჩემი მხრივ დავამატებდი:კი მაგრამ ეს ყვალაფერი ხომ ასე უნდა იყოს,მოყვარულებით დაწყებული,პროფესიონალებზე,ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.თუ ეს ყველაფერი ნაპოლიში მოშლილი იყო,აქამდეც როგორ მოვიდნენ გასაკვირია.ვნახოთ ყველაფერი მალე გამოჩნდება.
არგუტი
25 თებერვალი 2024 17:44
3
ბარემ მოსე დაენიშნათ უფრო მეტი წესები ქონდა, არა კაც კლა და ა.შ.
ბარემ
25 თებერვალი 2024 17:39
4
აი ღარიბი შეუმდგარი ქართველები შემოსევიან კომენტარებში..ინტერნეტის შესაძენი თანხა ვინ მოგცათ თქვე უბადრუკებო?რათქმა უნდა ყველას არ ეხება…
ნეაპოლი
25 თებერვალი 2024 17:02
17
რა შენი საქმეა სტადიონზე დასწრება ან ბარსელონაში წავსლა თამაშზე,დარჩი რა შენს ყოველდღიურობასთან
კოლა-ს
25 თებერვალი 2024 21:27
2
ხან მეზობლებს ვპარავთ ინტერნეტს, ხან ახლობლები გაიღებენ ხოლმე მოწყალებას და გვიზიარებენ. :))
ვაი, შენს პატრონს, შე მენტალურად ღარიბო მართლა.
ნეაპოლი-ს
25 თებერვალი 2024 18:39
1
ყველა გამოხმაურება
კალცონა სახუმაროდ გაქვს საქმე შე უბედურო?მაგ სიმკაცრე გამოიჩინე იმ უპატრონოების მიმართ ვისაც ფეხბურთის არაფერი გაეგება სიცხეში და ცივ შხაპზე ფიქრობს მარტო.ხვედელიძეს დაანებე თავი შენზე უკეთესად იცის დაცვას მიხედოს თუ თავდასხმას
გოჩა
25 თებერვალი 2024 16:37
10
ამ სამიდან ორი ხვიჩამ უკვე დაარღვია,ვნახოთ რა იქნება მომდევნო დღეებშჭი.
სერჟიკია
25 თებერვალი 2024 16:12
8
მოკლედ ნაპოლის საქმე ძალიან ცუდად არის, სპალეტი გარსიათი შეცვალა, გარსია მაცარით და ბოლოს არშემდგარი ფეხბურთელი და მუდმივი ასისტენტი დანიშნა, თანაც შეთავსებით. სანამ ეგ თავისი ეგოს დაკმაყოფილებას მოახერხებს ძალით, მანამდე სეზონიც მორჩება და წავა თავის გზაზე, ავტორიტეტი კი ვერასდროს გახდება - ავტორიტეტს საქმით მოიპოვებენ და არა საკუთარ წესებად ზოგადი ანბანის გამოცხადებას. 55 წლის დამწყები მწვრთნელი არ გაიშვას არსად.
???
25 თებერვალი 2024 14:48
6
ზუსტად იგივე დავწერე და თქვენი კომენტარი მერე წავიკითხე, იგივე მითქვია. იმიტომ რომ სიმართლეა, ზუსტად მაგაშია საქმე აბსოლუტურად გეთანხმებით
ესეც ჩაივლის.
25 თებერვალი 2024 18:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული