"ან დაემორჩილებით, ან დაისჯებით" - სამი ახალი წესი, რომელიც კალცონამ "ნაპოლის" გასახდელში დაამკვიდრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გუნდის გასახდელში ახალი წესები შემოიღო, ამის შესახებ Napolipiu იტყობინება.

წყაროს ცნობით, კალცონას მიღებულ გადაწყვეტილებებს "ნაპოლის" ყველა ფეხბურთელი უნდა დაემორჩილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებიან.

მწვრთნელის მითითების შესრულება

"არანაირი პროტესტი შეცვლის შემდეგ, როგორც ეს კვარაცხელიას შემთხვევაში მოხდა. ვინც მოედანზე დაამტკიცებს, რომ თამაშის ღირსია, სათანადო დროს მიიღებს.

მაქსიმალური სერიოზულობა საქმისადმი

კალცონა მოითხოვს საქმისადმი ერთგულებას, სრულ კონცენტრაციას და პროფესიონალიზმს, როგორც ვარჯიშებზე, ასევე ოფიციალურ მატჩებში.

ერთიანობა და ერთმანეთის პატივისცემა

მესამე წესი კალცონასთვის ფუნდამენტურია. მას სურს შეკრული ჯგუფი, რომელიც ერთი მიმართულებით
იმოძრავებს და წარმატების მიღწევას შეძლებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ნეაპოლური გუნდის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სრულად მხარს უჭერს", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატში მორიგ შეხვედრას დღეს, 25 თებერვალს, "კალიარის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

altკალცონამ კვარაცხელიას შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - იქნება თუ არა ხვიჩა "კალიარისთან" სასტარტოში?

მკითხველის კომენტარები / 31 /
ნეტავ, იცოდეთ როგორ მომაბეზრეთ თავი ყველამ? ყველა შემეშვით, აღარ მინდა თქვენი ქება, ჭკუის დარიგება! პატარა თუ დიდს, ვისაც არ ეზარებათ ყველა მასწავლის თუ როგორ უნდა ვითამაშო, ეს უკვე ნამეტანია! ისე იზავთ, რო ფეხბურთის თამაშს შემაძულებთ! წნეხის ქვეშ ვიმყოფები, თუ ქართველი ფანების მხრიდან და თუ აქაური იტალიელი ქომაგების მხრიდანაც, ამდენს ვეღარ ვუძლებ და ამიტომ ჩემი თხოვნაა მაცალოთ თამაში და ნუ ერევით ჩემს საქმეში და ასევე პირადშიც!
ხვიჩა კვარაცხელია!
13:14 25-02-2024
10
სერია ბ გარანტირებული გაქ კალცონ.. შემდენი სეზონიდან .. ეხლა ვერ მოასწრებ გავრდნას მარა მომავალ წელს უეჭველი სერია ბ- ში გიხილავთ .. ხვიჩას კი ისეთ გუნნდში სადაც დაფასებენ.. ბარას თამაშზე ხეტაფესთან ლევანდოვსკის გუშინ ერთი კაპიკის არფერი გაუკეთებია მარა არვის შეუცვლია რადგან აფასებენ, არც ბაპეს გამოდიოდა რამე ზოგჯერ მარა არავინ უბედავდა იმს რაც ამ კალცონიკომ გაბედა.. რასქვია გვარს არაქ მნიშვნელობა.. გვარს როაქ მნიშვნელობა იმიტომ აიღო ნაპოლიმ სკუდეტო თორე ისინი იქ ყველა იყო სხვა წლებში. უნდა გადავიდეს ამ უმადურებისგან.. თუმცა აქ რატოუნდა დარჩეს იტალის ჩემპიონი გახდა, საუკეთესო მოტამაშე გახდა და ერთ სეზონში სამჯერ თვის საუკეტესო მოთამაშე.. მეტი რაუნდა ქნას ამოწურა იტალია ეხლა სხვა ქვეყნის ჯერია.. ლიგას კი ამ უმადურებში მაინც ვერ მოიგებს. წავიდეს უნდა
უმადურების პრეს ცენტრი......
12:19 25-02-2024
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული