როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "კალიარისთან" მატჩში?

AutoSharing Option
სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლი" "კალიარის" ესტუმრა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

"პარტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 73 წუთი გაატარა, ქართველი მატეო პოლიტანომ შეცვალა.

მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 6.7 ქულა, Sofascore 6.7 ქულა, Whoscored-ი 6.7 ქულა.

"ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-9 ადგილს იკავებს, "პარტენოპეი" მორიგ შეხვედრას 28 თებერვალს, "სასუოლოს" წინააღმდეგ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ხვიჩაზე ძალიან მოქმედებს მწვრთნელების ცვლა და ასევე ეს ბოლო პერიოდი ძალიან ემოციურია. ხვიჩამ პირველ რიგში თავის ფსიქიკაზე უნდა იმუშაოს და მერე ემიციები უნდა აკონტროლოს! აი მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება...
gulshematkivari0703
20:05 25-02-2024
5
რა გინდათ ხვიჩასგან ბოლოს და ბოლოს? კაცს მთელი თამაში არ ან ვერ ამჩნევენ, პასის მისაღებად ლამის საკუთარ საჯარიმოში ჩამოდის, 2-3 კაცი მუდამ წინ უდგას და ეჭიდავებიან, რა ქნას, გადააფრინდეს ყველას თავზე? ცდილობს რაც შეუძლია. ელემენტარულ სტენკას ვერავინ ეთამაშება, პოლიტანო ღორობს, რასპადორი-სიმეონეც იგივე, მცველებიც კი კარში უბრახუნებენ. მეორე თამაშია კარში ვერ დაურტყამს ამ ნახირის გადამკიდე. სადაა კაიუსტეებისა და ჟესუსების მოსაგები? გუნდია ნელი, მოკლე პასებით, თანაც უკვე მესამე გამობრაჰმანებული მწვრთნელით. სასწრაფოდ უნდა გადავიდეს უკეთეს გუნდში და ნახავთ თუ იქაც ჩემპიონი არ გახადოს პირველივე წელს.
რეგრესი თქვენ გაქვთ, ხვიჩას კი არა
22:05 25-02-2024
19

სიახლეები პოპულარული