კალცონა "სასუოლოსთან" მატჩში სამ ცვლილებას განახორციელებს

AutoSharing Option
ხვალ, 28 თებერვალს, სერია A-ს 27-ე ტურში, "სასუოლოს" "ნაპოლის" უმასპინძლებს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა შემადგენლობაში სამი ცვლილების განხორციელებას გეგმავს.

კერძოდ, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო და სასტარტო თერთმეტეულში მარიო რუისაც ვიხილავთ.

რაც შეეხება მესამე ცვლილებას, დიდი ალბათობით, ხუან ჟესუსი დაისვენებს. ჯერჯერობით უცნობია, ბრაზილიელს ოსტიგორი შეცვლის თუ ნათანი.

შეგახსენებთ, გუნდებს შორის მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვა. ამათ კარლსონა უკვე "კანკანს" აცეკვებს? ))) აგაცეკვებს ხვიჩა როგორც საჭიროა სეზონის ბოლოს, კარლსონა. შენამდე ორი უკვე ააცეკვა, ღმერთი კიდევ სამობითაოო, ნათქვამია. ტლოპინა არ ითვლება, იმან თვითონ გაასწრო.)))
ჩახურული შალახო
16:13 27-02-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული