იქამდე წამყვანი ბრიტანული გამოცემები აქტიურად წერდნენ, რომ მუდრიკს გადასვლა "არსენალში" სურდა და მიკელ არტეტასთან მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა.
შემდეგ მოლაპარაკებებში "ჩელსი" გამოჩნდა. მუდრიკს "არისტოკრატების" რიგებში გადასვლა არ სურდა და "მეთოფეების" სპორტულ დირექტორ ედუს სთხოვდა, რომ "არსენალს" უკრაინული კლუბისთვის "ლურჯებზე" სარფიანი შეთავაზება გაეკეთებინა.
"მუდრიკმა აეროპორტიდან ედუს დაურეკა და სთხოვა, რომ რაიმე მოეფიქრებინა, უკრაინელი საუბრის დროს ტიროდა. "არსენალს" მისი შეძენა ძალიან სურდა, თუმცა "ჩელსისთან" აუქციონის გამართვაზე უარი თქვეს", -
შეგახსენებთ, მუდრიკმა "არისტოკრატების" რიგებში სასტარტო თერთმეტეულში ძირითად შემადგენლობაში ადგილი ჯერჯერობით ვერ დაიმკვიდრა, უკრაინელს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს.
საბო: მუდრიკის ტრანსფერი თაღლოთობა იყო - სუდაკოვი? "შახტარისგან" 100 მილიონად არავის აღარ იყიდიან
მუდრიკი სერიოზულ სკანდალში გაეხვია - უკრაინელები შემტევს მოკვლით ემუქრებიან
მუდრიკის სადებიუტო გოლი - "ჩელსიმ" "ფულემი" დაამარცხა [VIDEO]