"მსაჯმა ყველაფერი სამართლიანად გააკეთა, რაც შეეხება მამარდაშვილს..." - რა თქვა ბარახამ "რეალთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ლა ლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "ვალენსიამ" "რეალს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ "ღამურების" მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მისი გუნდი მოგებას იმსახურებდა.

"მსაჯმა თამაში იქამდე დაამთავრა, სანამ ბრაჰიმი ბურთს ჩააწვდიდა, ამიტომ ყველაფერი სამართლიანად მოხდა. თავისუფლად შეგვეძლო, რომ მეტოქესთან სხვაობა გაგვეზარდა. მამარდაშვილმა არაერთხელ გადაგვარჩინა, ნებისმიერ შემთხვევაში ბრწყინვალე მატჩი გამოვიდა, მაგრამ 3 ქულის მოპოვებასთან ახლოს ვიყავით", - განაცხადა ბარახამ.

შეგახსენებთ, "რეალი" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 66 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, რაც შეეხება "ვალენსიას", "ღამურები" 37 ქულით
მე-9 ადგილზე არიან.

altდრამა "მესტალიაზე". მამარდაშვილის დიდებული მოგერიება - "რეალი" მიიჩნევს, რომ გამარჯვება მოპარეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 23 /
პირველი ტაიმიც მასეთ სიტუაციაში დაამთავრა თითქმის ოღონდ რეალის სასარგებლოდ და აღშფოთება არავის გამოუთქვია მაშინ.ისე მართლა არ მესმის იმ ქართველების ვისაც გულით უნდოდა რომ ჩვენი ნაკრების მეკარის კარში კიდევ ერთი გოლი გასულიყო
გოჩა
12:00 03-03-2024
6
მსაჯების გადაწყვეტილებით,სულ რეალი პარავდა მოგებას ან ფრეს სხვა გუნდებს და ერთხელ მასაც თუ მოპარეს არაფერი დაშავება,საკუთარ თავზე იგრძნონ როგორია ქურდობა!თუმცა,ამ შემთხვევაში,არავის არაფერი მოუპარავს,მსაჯმა საჯარიმოში ჩაწოდებამდე დაამთავრა თამაში და შესაბამისად,მსაჯის სასტვენზე,"ვალენსიას" მცველებმა და მეკარემაც დაამთავრეს თამაში.სინდისი თუ აქვთ,რეალის ხელმძღვანელობამ და ფეხბურთელებმა,საერთოდ არ უნდა ამოიღონ ხმა ისევე,როგორც რონალდო მოიქცა ღირსეულად მის მიმართ საეჭვო დარღვევაზე და დასანიშნ პენალტზე.
მძაღო
11:11 03-03-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული