ფლიკი "ბარსელონას" ჩაბარებას უახლოვდება

AutoSharing Option
სეზონის დასრულების შემდეგ გერმანიის ნაკრებისა და "ბაიერნის" ყოფილი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი, დიდი ალბათობით, "ბარსელონას" ჩაიბარებს.

ცნობილი გერმანელი ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. შეთანხმების შანსს ზრდის ისიც, რომ კატალონიური კლუბის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას არჩევანის გაკეთება გერმანელ სპეციალისტზე სურს.

აღსანიშნავია, რომ თავად ფლიკმა "ბარსელონას" გაწვრთნაზე თანხმობა უკვე განაცხადა და ახალ გამოწვევას მოუთმენლად ელოდება.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი ხავი ერნანდესი თანამდებობას დატოვებს.

altრომანო: ფლიკი "ბარსელონას" ჩაბარებას დათანხმდა

altლაპორტას "ბარსელონას" მწვრთნელად ფლიკის დანიშვნა სურს

altშალაის

ულამაზესი გოლი ზლატანის სტილში და ფლიკის პირველი მარცხი გერმანიის ნაკრებში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარსელონას ვერაფერი უშველის. საშუალო დონის გუნდია. არ მოდის თაობა. გავი პედრი იამალის იმედი აქვთ ტიპებს. ფატი უკვე ბრაიტონში სკამს ხეხავს. ძაან მეეჭვება რო ეს სამეული ბორნმუტის დონეს მაინც ქაჩავენ. მერე უკვით რეალისგან 4 ბურთს რო იხებენ
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
03 მარტი 2024 12:42
10
კუბარსი, იამალი, პედრი, გავი, ფერმინი, ფორტი, გიუ, ვიტორ როკე, ბალდე, ეს ფეხბურთელები ჯერ 20 წლისები არ არიან და წლებია უკვე ბარსაში თამაშობენ. ამას დამატებული არაუხო, დე იონგი, კუნდე, რაფინია, ფერან ტორესი, ჟოაო ფელიქსი 25 წლისები არ არიან და შენ კიდევ იძახი მომავალი არ აქვსო?დ.დ. ან ბარსაზე როგორ უნდა თქვა ჩვეულებრივი გუნდიაო? სახელზე გეტყობა რა აზროვნებაც გაქვს.დ.დ. წადი სხვა სპორტს მიაწექი.
barca
03 მარტი 2024 16:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული