შალაის ულამაზესი გოლი ზლატანის სტილში და ფლიკის პირველი მარცხი გერმანიის ნაკრებში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 23 სექტემბერს, ერთა ლიგის მე-5 ტურის მატჩში ერთმანეთს ინგლისისა და უნგრეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩი უნგრელებმა აქტიურად დაიწყეს, მე-17 წუთზე კუთხურიდან დომინიკ შობოშლაის ჩაწოდებული ბურთი ადამ შალაიმ კარისკენ ქუსლით ეფექტურად გადაგზავნა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

მიუხედავად "ბუნდესნაკრების" მცდელობისა, ჰანსი ფლიკის შეგირდებმა სახიფათო მომენტი ვერ შექმნეს და შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ამ გამარჯვებით უნგრეთის ნაკრებმა 10 ქულა დააგროვა და A ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს, მეორე პოზიციაზე 10 ქულით იტალია იმყოფება, მესამე და მეოთხე ადგილს კი გერმანია
6 ქულით და ინგლისი 2 ქულით იკავებენ.

მარკო როსის გუნდი 26 სექტემბერს იტალიას უმასპინძლებს, ხოლო გერმანიის ნაკრები კი იმავე დღეს ინგლისს ესტუმრება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული