"ქართველ გულშემატკივარს ესიამოვნება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელების ნახვა" - კახა კალაძე ლეგენდების მატჩზე

AutoSharing Option
ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები დავუპირისპირდებით მილანის "ინტერს". დარწმუნებული ვარ, ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველ გულშემატკივარს მილანის "ინტერის" საფეხბურთო კლუბის ნახვის შესაძლებლობა ექნება.

"ხვალ ბათუმში გაიმართება საფეხბურთო მატჩი. ქართველ გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, იხილოს მილანის "ინტერის" საფეხბურთო კლუბი, ლეგენდები, რომლებიც წლების განმავლობაში თავიანთ გულშემატკივრებს ახარებდნენ და უდიდეს სიხარულს ანიჭებდნენ.

ვფიქრობ, ყველა გულშემატკივარს ესიამოვნება იმ ყოფილი ფეხბურთელების ნახვა, რომლებიც წლების განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო
ფეხბურთელები იყვნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრები, ყოფილი ფეხბურთელები, ვეტერანები, ჩვენ დავუპირისპირდებით მილანის "ინტერს".

დარწმუნებული ვარ, ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ. სასიამოვნოა ასეთი შეხვედრები, მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, პატარებისთვის, ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო Sports Orient-ს, რომელიც არის აღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორი", – განაცხადა კახა კალაძემ.

საფებურთო მატჩი ხვალ ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე", 19:00 საათზე გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის "ინტერის" ლეგენდარული ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
თან იმდენად უნიჭოა ორგზის ავტოგოლი, რომ აზრზე არ არის, საერთოდ გაგებაში არ არის და ვერ გრძნობს ხალხის მაჯისცემას. მაგ ჩაფხავებულ მატჩს ისევ თავისი პარტიული ქვედა რგოლის ბასტარდები თუ დაესწრებიან და ძალიან ბედნიერები იწნებინა
მადლობა ბატონ ბიძინას
23:39 06-03-2024
6
საიდან სდა ბანკიდან სესხი ავიღე იმიტომ რომ ბავშვი გამეზარდა და იტალიაში წასულიყო 16 წლის ასაკში 198სმ .და მეორე ბავშვი სტუდენტი 207სმ სიმაღლის.პირველი თვის რომ გადავიხადე პროცენტი იყო 270 ლარი და მეორე თვეს უცებ 540 ლარი ამით იხდიან ყველაფერს.28% იდამდე აწიეს
ადამიანი
19:47 06-03-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული