"ლევერკუზენი" შესაძლოა, რაულმა ჩაიბაროს

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, "ლევერკუზენს" სეზონის ბოლოს ჩაბი ალონსო დატოვებს. ესპანელი სპეციალისტის საკუთარ გუნდში ხილვა "ლივერპულსა" და მიუნხენის "ბაიერნს" სურთ.

გერმანული Bild-ის ცნობით, "ლევერკუზენი" ალონსოს შემცვლელად წარსულში ცნობილი ფეხბურთელისა და ამჟამად "რეალის" მეორე გუნდის, "კასტილიას" მწვრთნელის, რაულის კანდიდატურას განიხილავს.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, ალონსოს "რეკორდმაისტერში" გადასვლის შესაძლებლობა უფრო ხიბლავს, ვიდრე "ნისლიან ალბიონზე" სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰოლშტაინი-კარლსრუე დაიწყო.ზივზივაძე განაცხადში არ არის.არ ვიცი,ტრავმაა თუ გაფრთხილებები.
სოსო
16:05 09-03-2024
0

სიახლეები პოპულარული