ტიერი ანრი: "რეალის" შემთხვევაში ეს მაგიჟებს

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ტიერი ანრიმ CBS-ის ეთერში მადრიდის "რეალის" შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, "სამეფო კლუბში" უკვე წლებია, რაც წარმატებულ სატრანსფერო პოლიტიკას აწარმოებენ.

"იცით, "რეალის" ბოლოდროინდელი წარმატება რისი დამსახურებაა? მათ იციან, თუ რა დროს გაყიდონ ფეხბურთელები. მაგალითად, კარიმ ბენზემა, მესუთ იოზილი, სერხიო რამოსი, კრიშტიანო რონალდო, რაფაელ ვარანი ... წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილებები სწორი იყო.

თუმცა ყველაზე მეტად გამაკვირვა იმან, რომ კლუბმა კაზემირო გაყიდა და არა მოდრიჩი ან კროოსი, ბრაზილიელი ამ სამეულიდან ყველაზე ახალგაზრდა იყო.

რატომ მოიქცა
"რეალი" ასე? "ბლანკოსს" ბევრი ახალგაზრდა ნახევარმცველი ჰყავს: კამავინგა, ბელინგემი, ჩუამენი. კროოსი და მოდრიჩი მათ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც სამომავლოდ შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ფლორენტინო პერესი წლების განმავლობაში შესანიშნავ სატრანსფერო პოლიტიკას აწარმოებს. ამაზე კლუბის მიერ მოპოვებული ტიტულები მეტყველებს", - განაცხადა ანრიმ.

alt"ფეხბურთელისთვის ინგლისში თამაში ბევრად მარტივია, ვიდრე ესპანეთში" - ტიერი ანრი

alt"მინდა ვმღეროდე ლიონელ რიჩისავით..." - ტიერი ანრი

altტიერი ანრიმ ახალგაზრდა ფეხბურთელს "მკვლელი" მზერით ანიშნა, რომ სკამი გაესწორებინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ზუსტი 100% ანალიზია!
kesha
13:06 11-03-2024
2
აქ ანრის კი არა პელე დ ამარადონა რომ გაცოცხლდეს იმათ აზრს აიჰდებენ სასაცილოდ..დიახ რეალის ლეგენდებს რამოდენიმეს ცუდად მოეწცნენ და ეს არავის მოსწონს..თუმცა ფა1ტია..დროზე გაიყიდა ვინც ანრიმ ჩამოთვალა და დააკვირდით..ყველა რეგრესშია სადაც წავიდა..ანრის გამორჩა ასევე ასენსიო..რომელიც როცა დაიმტვრა 2 თუ 3 წლის წინათ..ფორმა ვერ აღიდგინა..თუ არადა აგე ნაპოლი და ბარსა რა დღეშია..
კიეზა
15:35 11-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული