ოდესის "ჩერნომორეცის" მწვრთნელი აშშ-ში გაიქცა

AutoSharing Option
ოდესის "ჩერნომორეცის" ფიზიკური მომზადების მწვრთნელი იგორ კასიანენკო თურქული შეკრებიდან გუნდთან ერთად უკრაინაში არ დაბრუნდა და აშშ-ში გაემგზავრა. ის მაიამიში იცხოვრებს.

ანტალიის აეროპორტში კასიანენკო თვითმფრინავში გუნდთან ერთად არ ჩაჯდა, - იტყობინება უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო.

კლუბმა კასიანენკოს საქციელი დაგმო და განაცხადა, რომ მოღალატეს მწვრთნელის ლიცენზიას გაუუქმებს, რამეთუ ფეხბურთში მოღვაწეობის უფლება არ აქვს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
2008 წელს,საქართველოდან მინისტრები, პარლამენტარები გარბოდნენ და ყველას ხახვივით შერჩა,აქ კი,მწვრთნელი გაიქცა და ერთადერთი რაც აქვს,ლიცენზიაც კი ჩამოართვეს.ეს მოღალატეა და ისინი არა?არა და ისინი,ახლა სხვებზე გაიძახიან,მოღალატეო!
სოსო
19:56 14-03-2024
5
სირცხვილია ეს ხალხი ჩვენ რო გვთხოვენ ომში მონაწილეობას 6 მილიონი ლტოლვილიდან 50 ათასი კი იქნება ვინც ჯარს აკმაყოფილებს
ნოდო
22:12 14-03-2024
19

სიახლეები პოპულარული