"ბიჭებს ვულოცავ, ბრწყინვალე სამუშაო გასწიეს. ამ ტურნირზე დაპირისპირება ძლიერ გუნდებთან მოგვიწია, თუმცა ეს ძალიან სასიამოვნო იყო. არ აქვს მნიშვნელობა, მომდევნო ეტაპზე ვის შევხვდებით, "რომასთან" დაპირისპირებით ბედნიერი არავინ იქნება", - განაცხადა დე როსიმ.
შეგახსენებთ, ევროპალიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა დღეს, 15 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.