"მიჭირს, მაგრამ დრო მოვიდა, რომ ჩემი ცხოვრების შესახებ მოგიყვეთ. მძიმე დეპრესია მქონდა, რამაც ნარკოტიკზე და ალკოჰოლზე დამოკიდებული გამხადა.
ვგრძნობ, რომ ცხოვრება თვალწინ მეცლება. გავდივარ ფსიქიატრიულ მკურნალობას და ვსვამ წამლებს.
ბევრჯერ ვუბრუნდები ჩემს დამოკიდებულებებს, ვბრუნდები აბსოლიტურ თვითგანადგურებაში.
მე არ შემიძლია ამისგან თავის დაღწევა. უბრალოდ სახლში ვცხოვრობ,
ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდი, რამაც ჩემი დეპრესია მხოლოდ გაამწვავა. არ მსურდა ეს გამეზიარებინა ჩემს ოჯახთან, ჩემს შვილებთან... წარსულში სულ სხვა ადამიანი, ამაყი და თვითდაჯერებული ელიტარული ფეხბურთელი ვიყავი, ახლა კი ვარ ადამიანი, რომელსაც თავადაც ვერ ვცნობ.
ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ მჯერა, ჭეშმარიტი განკურნების ერთადერთი გზა, ამ ამბის მოყოლა და გაზიარებაა. მარტო ვერ გამოვალ მდგომარეობიდან და ეს შესაძლოა, თითოეულ ადამიანს დაემართოს.
მიჭირს სიმართლის იმისგან გარჩევა, რასაც ჩემი ფსიქიკა იგონებს. ბოდიშს ვუხდი ჩემს ყოფილ მეგობარ გოგონა დანიელა ბალესტერს.
მას და მის ოჯახს დიდი ტკივილი მივაყენე და მხოლოდ ტყუილები ვთქვი. ძალიან ვწუხვარ ამის გამო, რადგან პრობლემები მოვუტანე სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც.
მე ყოველთვის კარგი მეგობარი ვიყავი, კარგი თანამგზავრი, იმედი მქონდა კარგი მამა გავხდებოდი. პატიებას ვთხოვ ჩემს მეგობრებს, ოჯახს, შვილებს. ვგრძნობ, რომ თუ ყველა გაიგებს რა ხდება, ჩემს თავს ვერ გავექცევი, გამოსავალი უნდა ვიპოვო", - თქვა ოსვალდომ.
ოსვალდოს თანადგომა ყოფილმა თანაგუნდელებმა და ახლობელმა ადამიანებმა აღუთქვეს. მას ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორებიც "იუვენტუსი", "რომა", "ინტერი" და სხვა ცნობილი კლუბებია. მან კარიერა 2020 წელს არგენტინულ "ბანფილდში" დაასრულა.
და რა გახდა 5 მილიონიანი ქვეყნის გაკონტროლება.გამკაცრდეს ნარკოტიკის შემოდინება საზღვრებიდან და გამოვლენის შემთხვევაში მკაცრად დაისაჯონ ასეთი ინდივიდები.გირაოთი კი არ უნდა გაანთავისუფლონ,ან ფული კი არ უნდა აიღონ სამართალდამცველებმა,როგორც ახლა ხდება.კანონის წინაშე, ყველა დამნაშავემ პასუხი თავის სიცოცხლით უნდა აგოს იმიტომ,რომ ათასებს კლავს ყველა მათგანი.სასჯელი კი უმაღლესი უნდა იყოს.აბა,მერე თუღა გაბედავს ვინმე ამ საქმის გაგრძელებას.თქვენ პირიქით,იმ გაუბედურებულ ნარკომანებს დასდევთ და იჭერთ,სათავეში კი არ ეძებთ დანაშაულს.ამას კი საქმის კეთება არ ქვია,დროა თვალები ფართოდ გაახილოთ,სანამ თქვენს კარებთანაც არ დაუჩოქია ამ უბედურ სენს,დაზღვეული კი,არავინ არ ვართ.