წყაროს ცნობით, მომდევნო სეზონში "პარტენოპეის" რიგებში ვიქტორ ოსიმენს, ხუან ჟესუსს, ლეო ოსტიგორს, იესპერ ლინდსტრომს, იენს კაიუსტეს, პასკუალე მაძოკისა და ნათანს ვეღარ ვიხილავთ.
ვიქტორ ოსიმენი, დიდი ალბათობით, კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს. თავდამსხმელს საკუთარი ძალების მოსინჯვა ინგლისში სურს და ამის შესახებ არაერთხელ განაცხადა. რაც შეეხებათ სიაში მყოფ სხვა ფეხბურთელებს, ისინი კლუბის სამომავლო გეგმებში არ შედიან, ახალწვეულებმა კი იმედები ვერ გაამართლეს და დე ლაურენტისმა მათი გაყიდვა გადაწყვიტა.
ტიპი უაზროდ ათრევს ბურთს აქეთ იქით, აგდებს შეტევის ტემპს, სადაც არაა საჭირო იქ "პრაფესორობს", არ შეუძლია გრძელი პასი და სწრაფი მოქმედება... და ეს ითვლება გუნდის ფლეიმეიკერად!