ვასილი უტკინი გარდაიცვალა

AutoSharing Option
52 წლის ასაკში ცნობილი რუსი საფეხბურთო მიმომხილველი და ბლოგერი ვასილი უტკინი გარდაიცვალა, - იტყობინება ჟურნალისტი ივან კარპოვი.

უტკინს გულის პრობლემა ჰქონდა, ჭარბწონიანობა აწუხებდა და რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ზედმეტ კილოგრამებს ბრძოლა გამოუცხადა. უტკინი დღეს სასწრაფოდ გადაიყვანეს პიროგოვის სახელობის კლინიკაში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

უტკინი რუსულ სპორტულ მედიაში აბსოლუტურად გამორჩეული სახე გახლდათ, წერის განსაკუთრებული სტილი ჰქონდა, უყვარდა ქართული ფეხბურთი და მედიაკლუბ "ეგრისის" მფლობელი იყო.

მკითხველის კომენტარები / 47 /
იშვიათი რუსი, რომელიც ყველა ქართველს უყვარს
Რაგბის ფანი
20 მარტი 2024 00:55
2
აუ მაგრად გატეხა, მთელი ბავშობა უტკინსის კომენტარებს უსმენდი, კარგი კომენტატორი იყო და იშვიათად კარგი რუსი. აცხონოს უფალმა.
gionat
20 მარტი 2024 00:51
1
ეჰ, ძალიან არ უყვარდა იქაურ რეჟიმს ეს კაცი, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, არ დადიოდა მათ ჭკუაზე...
გიო
20 მარტი 2024 00:30
0
ამდენ რუსში რამოდენიმე ნორმალური რომ გამოერევა და ისიც მოკვდება ტეხავს, კარგი ადამიანი იყო
სხვა
19 მარტი 2024 23:56
0
ნათელში ამყოფოს უფალმა და დაუმკიდროს მის სულს ცათა სასუფეველი
T.q
19 მარტი 2024 23:44
0
აცხოვნოს უფალმა კარგი ადამიანი იყო ,კიდევ იტყვით ორი რუსეთი არ არსებობსო უტკინი ,სიომინი ,სლუცკი ,ბევრ ქართველს ჯობია .ამათ ვინ ეკითხება რუსულ პოლიტიკას.
ეროსი
19 მარტი 2024 23:37
5
150 მილიონიან ქვეყანაში ერთი კაცი რომ იცი, ვინც დაგენანება და ... აცხონოს ღმერთმა, მგონი, ჩვენზე მეტად სძულდა რუსული შოვინიზმი...
ვოოტ
19 მარტი 2024 23:19
3
სამწუხაროა ვასილი უტკინის გარდაცვალება. მე ვიტყოდი უტკინს სიმართლე უყვარდა და ამიტომ უყვარდა ქართული ფეხბურთი. ის ყოველთვის სიმართლის მხარეს იდგა და ამიტომ გარიყეს იგი. ეს ის შემთხვევაა პირადა ჩემთვის როცა ეროვნებას არა აქვს მნიშვნელობა და მართლა გული დამწყდა მისი გარდაცვალებით. გაანათლოს მისი სული იმ ქვეყანაზე ფეხბურთის ნამდვილი მცოდნე და სიმართლის მოყვარე ადამიანი.
G.LA
19 მარტი 2024 23:18
0
უტკინი მართლაც რომ კარგი ადამიანი იყო. ძალიან უყვარდა საქართველო და ქართველები.არასდროს დამავიწყდება 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის დაჯილდოება, როცა ბარსელონამ მანჩესტერ იუნაიტედს მოუგო, ბარსას თამაშის სტილი სწორედ რომ 80-იანი წლების დინამო თბილისს შეადარა, ხომ წარმოგიდგენიათ რა სასიამოვნოა როცა ქართულ გუნდს, ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს ადარებენ.
ღმერთმა აცხონოს!
ქობულეთიდან
19 მარტი 2024 22:59
0
ძალიან კარგად ერკვეოდა ფეხბურთში, იყო სამართლიანი ჟურნალისტი რაც დიდი დეფიციტია, მითუმეტეს რუსეთში. გააკრიტიკებდა რუსს, შეაქებდა ქართველსაც და სხვასაც თუ შესაქები იყო. დიდი სიმპატია და პატივისცემა ჰქონდა ქართველი ფეხბურთელების, ძველი თაობის გენიოსების: დავით ყიფიანის და სხვების. ერთი სიამოვნება იყო მისი რეპორტაჟების ყურება მათთვის ვისაც ესმის რუსული. ასე რომ გული დამწყდა ძალიან. გაანათლოს ღმერთმა
david
19 მარტი 2024 22:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული