ვასილი უტკინი გარდაიცვალა

AutoSharing Option
52 წლის ასაკში ცნობილი რუსი საფეხბურთო მიმომხილველი და ბლოგერი ვასილი უტკინი გარდაიცვალა, - იტყობინება ჟურნალისტი ივან კარპოვი.

უტკინს გულის პრობლემა ჰქონდა, ჭარბწონიანობა აწუხებდა და რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ზედმეტ კილოგრამებს ბრძოლა გამოუცხადა. უტკინი დღეს სასწრაფოდ გადაიყვანეს პიროგოვის სახელობის კლინიკაში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

უტკინი რუსულ სპორტულ მედიაში აბსოლუტურად გამორჩეული სახე გახლდათ, წერის განსაკუთრებული სტილი ჰქონდა, უყვარდა ქართული ფეხბურთი და მედიაკლუბ "ეგრისის" მფლობელი იყო.

მკითხველის კომენტარები / 47 /
ძალიან, ძალიან მეწყინა და დამამწუხრა ამ ამბის გაგებამ. უტკინი ის იშვიათი პროგრესულად მოაზროვნე რუსი ჟურნალისტი და მოქალაქე იყო, ასე ცოტა რომ არის დარჩენილი "დედა" რუსეთში. უფალმა ნათელში ამყოფოს ...
fani
20 მარტი 2024 01:08
0
აცხონოს ღმერთმა!!
ქართულ ფეხბურთზე შეყვარებული ადამიანი და კარგი კომენტატორი!
ჯონი
19 მარტი 2024 21:25
0
გაანათლოს ღმერთმა მისი სული
ნიკა
19 მარტი 2024 21:22
0
კარგი ადამიანები მიდიან და ....ები რჩებიან @@
zura222
19 მარტი 2024 20:26
4
ზურა არ ვიცი და კარგი კორბენა ნაღდად არ არსებობს ! რაც არ უნდა დაიმნალო სხვადასხვა ნიკების უკან მოხარშულს გცნობ DD
zura222
19 მარტი 2024 21:42
1
შენთვის ყველა რუსი ხაზიანია . კაი რუსი არ არსებოს როგორც კაი ზურა.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
19 მარტი 2024 20:56
36
ყველა გამოხმაურება
უტკინი მართლაც რომ კარგი ადამიანი იყო. ძალიან უყვარდა საქართველო და ქართველები.არასდროს დამავიწყდება 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის დაჯილდოება, როცა ბარსელონამ მანჩესტერ იუნაიტედს მოუგო, ბარსას თამაშის სტილი სწორედ რომ 80-იანი წლების დინამო თბილისს შეადარა, ხომ წარმოგიდგენიათ რა სასიამოვნოა როცა ქართულ გუნდს, ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს ადარებენ.
ღმერთმა აცხონოს!
ქობულეთიდან
19 მარტი 2024 22:59
0
გული დამწყდა ძალიან, ჩემთვის მაგის წაყვანილის მოსმენა უფრო ხაისხიანი იყო, ვიდრე ნებისმიერი ქართველი კომენტატორის..პროფესიონალების სიმცირეა ჩვენთან!
ჯორჯო ბიძია
19 მარტი 2024 22:16
3
გეთანხმები, სხვა რეპორტაჟებისას დიდად არ ვიცი მაგრამ ბარსელონას თამაშების ყურებისას ვიტანჯები ამ დაღლილი კომენტატორების მოსმენით, თან სულ ერთიდაიგივე ორ ტიპს მიყავს, ერთის საქმე აშკარად აღარაა კომენტატორობა, გადაიზარდა ან არც არასდროს ყოფილა, ბევრად მეტი შეუძლია მგონია, კარგად ერკვევა ფეხბურთში, კომენტატორისთვის კი საუბრის ხელოვნებაცაა საჭირო, მეორეს მოსმენა ხო საერთოდ შეუძლებელია, რომ კითხო ბარსას ფანია, რეალურად კი ალბათ პირადად მესის ფანია და დღემდე ვერ პატიობს კლუბს უმესობას, მესმის მაგრამ ცხოვრება გრძელდება :) ბარსას კარში გატანილ გოლს უფრო აღტაცებული აღნიშნავს, ვიდრე ბარსას მიერ გატანილს. ბევრჯერ მინატრია, რომ ქონდეს ფუნქცია გაუთიშო კომენტარის ხმა და მარტო სტადიონის ხმა ისმოდეს
+
19 მარტი 2024 23:48
3
90-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული კომენტატორი და უაღრესად თავისუფალი პიროვნება.კაცი რომელსაც ჰქონდა თავისი პრინციპები და მათი ერთგული იყო, რაც რუსეთში დღეს წარმოუდგენელია. ძალიან დასანანია...
juna
19 მარტი 2024 21:14
0
კარგი კაცი იყო,ჩვენი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი. აცხონოს უფალმა.
WTF
19 მარტი 2024 21:13
0
დინამოს მაგარი ქომაგი იყო, ყიფიანზე აბოდებდა, აცხონოს უფალმა
სიმართლე
19 მარტი 2024 20:59
0
ძალიან კარგად ერკვეოდა ფეხბურთში, იყო სამართლიანი ჟურნალისტი რაც დიდი დეფიციტია, მითუმეტეს რუსეთში. გააკრიტიკებდა რუსს, შეაქებდა ქართველსაც და სხვასაც თუ შესაქები იყო. დიდი სიმპატია და პატივისცემა ჰქონდა ქართველი ფეხბურთელების, ძველი თაობის გენიოსების: დავით ყიფიანის და სხვების. ერთი სიამოვნება იყო მისი რეპორტაჟების ყურება მათთვის ვისაც ესმის რუსული. ასე რომ გული დამწყდა ძალიან. გაანათლოს ღმერთმა
david
19 მარტი 2024 22:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული