ნეიმარმა 1 მილიონის სანაცვლოდ დანი ალვეში გაათავისუფლებინა

AutoSharing Option
იანვარში გაუპატიურების ბრალდებით გასამართლებული ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი დანი ალვეში ციხიდან 1 მილიონი ევროს გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს საბოლოო განაჩენამდე გაათავისუფლეს.

ის ბარსელონის ღამის კლუბში გაცნობილი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით 2023 წლის იანვარში დააკავეს, 2024 წლის თებერვალში კი ოთხწლინახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სასამართლომ ალვეშის ადვოკატის, ინეს გვარდიოლას აპელაცია დააკმაყოფილა. 40 წლის ალვეშს ბრაზილიის და ესპანეთის პასპორტები ჩამოართვეს, რათა სხვა ქვეყანაში გამგზავრება ვერ მოახერხოს. ყოფილ ფეხბურთელს აგრეთვე დაზარალებულთან ურთიერთობა და მასთან ერთი კილომეტრის მანძილზე მიახლოება აეკრძალა.

დანიმ განაცხადა, რომ მ
ართლმსაჯულების სჯერა და მიმალვას არ აპირებს.

La Vanguardia-ს ცნობით, ალვეშის საბანკო ანგარიშების უმეტესობა დაყადაღებულია და მისმა ოჯახმა ფულის სესხება ნეიმარს სთხოვა. ნეიმარი ადრე მას დაეხმარა, როდესაც სასჯელის შესამსუბუქებლად დაზარალებულს 150 ათასი გადაუხადა. "მარკა" იტყობინება, რომ ამჯერად 1 მილიონი, გირაოს სახით, ნეიმარის მამამ გადაიხადა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ლომჯარიამ ფერაძემ ბაბუცამ და სხვა ფემინისწკებმა ჯერ არ გადასცეს ამის გამო ანათემას ნეიმარი ? DD
zura222
23:25 20-03-2024
11
ჯიგარი, აბა რა უნდა ალვეშს ციხეში
15

სიახლეები პოპულარული