"ის სიხარული, რასაც განვიცდი, ენით აღუწერელია. სლოვაკეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვება ჩემთვის დიდი სტიმულია.
პრიზი "ნაპოლის" გასული სეზონის გამო გადმომეცა. ცოტა უცნაური წელი გამოგვივიდა. სეზონის პირველ ნაწილში ბრწყინვალედ ვიასპარეზეთ, მეორეში - არა. ჩვენ "ნაპოლი" ვართ და არა მადრიდის "რეალი" ან "ბარსელონა", რომლებიც ტიტულებს ხშირად იგებენ, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ასე იყოს და ვფიქრობ, რომ სწორი გზით მივდივართ.
ჩემი მომავალი "ნაპოლიში"? ძალიან ბედნიერი ვარ,
მართალია, ჰამშიკმა სლოვაკეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო 8-ჯერ მოიგო, თუმცა დარწმუნებული ვარ, ერთი სკუდეტოს სანაცვლოდ რვავე ჯილდოს გადმომცემდა", - განაცხადა ლობოტკამ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 29 ტურის შემდეგ მე-7 ადგილს იკავებს.
"ნაპოლის" ხერხემალს ახლა უჭირს - ლობოტკას შურისძიება ექსკლუბზე და სკანდალში გახვეული ყოფილი მეუღლე
ნეაპოლში წელსაც სკუდეტოზე ფიქრი დაიწყეს - ლობოტკა მორიგ ტრიუმფს უმიზნებს