"ნაპოლის" შესახებ ახლა მთელი საფეხბურთო ევროპა საუბრობს. ყველაზე დიდი აჟიოტაჟი ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივაა. თანამედროვე სამყაროშიც კი, როცა ყველაფრის გაცნობა მარტივადაა შესაძლებელი, ბევრს უკვირს, "კვარას" შესახებ აქამდე რატომ არ იცოდნენ. ჩვენებურს მშვიდი პირადი ცხოვრება აქვს და ქართველ გარემარბს ხასიათის გამოც ძალიან აფასებენ... დიდია გუნდში ვიქტორ ოსიმენის
რა თქმა უნდა, იმ აზრს არსებობის უფლება აქვს, რომ გულშემატკივრები შემტევების მიმართ მეტ სიყვარულს გამოხატავენ, რადგან დრიბლინგი თუ ლამაზი გოლი ძალიან კარგი საცქერია, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში საყრდენი ნახევარმცველების როლი და მნიშვნელობა გაზრდილია.
ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თქვა, კარგია, როცა გოლები გვიხარია, თუმცა ბურთის მოპოვებაში ნახევარმცველების როლი არ უნდა დავივიწყოთო. სტანისლავ ლობოტკას თითქოს ყველაფერი შეუძლია - ბურთის მოწინააღმდეგისთვის ართმევა, ძალიან ელეგანტური და სწრაფი დატრიალება, შეტევების წამოწყება, ყველაფრის სწორად გადანაწილება. რაც მთავარია, ის ამას სხეულის საოცარი კოორდინაციით ახერხებს. 28 წლის სლოვაკისთვის გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს - ის თანაგუნდელების მიერ დაკარგულ ნებისმიერ ბურთს მოიპოვებს და მას ისევ შეტევაში დააბრუნებს.
ლობოტკას საოცარი პროგრესი
ამ სეზონის დროს ბევრს ეგონა, რომ 68 ნომრით მოასპარეზე სლოვაკი გუნდის ახალწვეული იყო. ყველაფერი ეს იმან გამოიწვია, რომ სტანისლავი, რომელიც გუნდში მეოთხე სეზონს ატარებს, აქამდე სათადარიგოსა თუ უმნიშვნელო მოთამაშის სტატუსს ატარებდა. წარმოიდგინეთ, ფეხბურთელმა, რომელიც ახლა შეუცვლელია და მზადაა, მთელი სეზონის განმავლობაში ერთი ამოსუნთქვით იასპარეზოს, 2 წლის წინ დღევანდელ გუნდში სულ 16 შეხვედრაში ითამაშა და ყველა შემთხვევაში ცვლილებაზე შემოვიდა.
რა თქმა უნდა, "ნაპოლის" ახლანდელ შედეგებში "კვარადონას" დამსახურება დიდია, თუმცა ლობოტკა ისეთ ფორმაშია, ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება რომ შეუძლია.
მთავარ გუნდზე უარი
სტანისლავი იჯარით ამსტერდამის "აიაქსში" გადავიდა. მას ძირითად გუნდში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცეს. მხოლოდ დუბლებში თამაშის გამო სლოვაკი იმედგაცრუებას მაინც არ მოუცავს. გავა ხანი და ის ამსტერდამელთა წინააღმდეგ ძალიან მაგრად ითამაშებს. კარგად გემახსოვრებათ, ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ნაპოლიმ" "აიაქსს" ორი მატჩის ჯამში 10:3 მოუგო. ეს ის "აიაქსია", კვარაცხელიას შეძენა რომ ვერ გარისკა. ასე რომ, რევანში შედგა.
სხვა გზით წასვლა
ყველაფერს ნეაპოლური კარიერა მოჰყვა, სადაც მოქნილი და დაუღლელი ნახევარმცველი ეტაპობრივად პროგრესირებს, მიმდინარე სეზონში კი შეუდარებელია და ნანატრ სკუდეტოსაც ძალიან მიუახლოვდა. მას იტალიის თასის ტიტული უკვე აქვს.
ცოტა საუბარი ოჯახზე
ჟურნალისტებთან ურთიერთობა არც "ლობოს" უყვარს. ფეხბურთელს არასდროს უსაუბრია საკუთარ განათლებაზე, დამოკიდებულებაზე, არც ძმების შესახებ ამბობს რამეს.
როგორც ჩანს, ლობოტკების ოჯახს საკუთარი საქმის მშვიდად გაკეთება სიამოვნებს.
სკანდალი ნაკრებში
ნეაპოლელს სანაკრებო სკანდალიც უკავშირდება. მთავარმა მწვრთნელმა კოზაკმა 7 ფეხბურთელი ამხილა, თამაშის წინა საღამოს ღამის კლუბში გაერთნენო და ერთ-ერთი სწორედ სტანისლავი იყო. მან ბოდიში მოიხადა და ეს ინციდენტი ამით ამოიწურა.
ექსცოლი სკანდალში და ურთიერთობა "მის სლოვაკეთთან"
დაახლოებით ერთი წელია, რაც ჩვენი წერილის გმირი მეუღლეს დაშორდა. უკვე წერენ, რომ ნახევარმცელს ახალი მეგობარი გოგო ჰყავს. კრისტინა შულოვა "მის სლოვაკეთი" გახდა, "მის სამყაროს" კონკურსზე კი მესამე ადგილი დაიკავა. მისი ოჯახის წევრები ფეხბურთს თამაშობდნენ. "მე კარგად ვიცი ფეხბურთის წესები, ოფსაიდის ამოცნობაც კი მეხერხება, რაც ბევრს უჭირს" - ამბობს სტანისლავის ახალი გოგონა. წერენ, რომ ის მანამდე მარეკ ჰლინკას ხვდებოდა, რომელსაც ცოტა ხნით ქუთაისის "ტორპედოშიც" უთამაშია.
სტანისლავ ლობოტკამ ასეთივე თამაში უნდა განაგრძოს და "ნაპოლი" სკუდეტოს კიდევ უფრო მიუახლოვდება - მთავარი ახლა სწორედ ესაა!..
"კვარა" და სპალეტი თვითკმაყოფილების გარეშე - "ნაპოლის" სუსტი რგოლი და გაძლიერების რესურსი
"ნაპოლი" დაფრინავს და რეკორდებს ხსნის - 4 მნიშვნელოვანი ამბავი გუშინდელი მატჩის შემდეგ