ლაპორტა: ლობოტკას ტრანსფერზე ვმუშაობთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ "ნაპოლის" ნახევარმცველის სტანისლავ ლობოტკას შესახებ ისაუბრა.

ლაპორტას თქმით, "ბლაუგრანა" სლოვაკის შეძენით მართლაც ინტერესდება და კატალონიური კლუბის დირექტორი დეკუ მის ტრანსფერზე მუშაობს.

"ზაფხულში ერთ-ორ მნიშვნელოვან ტრანსფერს განვახორციელებთ. ლობოტკა? მასზე დეკუს უკვე ვესაუბრე, სლოვაკის ყიდვა შეგვიძლია, თუმცა კლუბისა და ფეხბურთელის მოთხოვნები მოლაპარაკებებში მთავარი ფაქტორი იქნება", - განაცხადა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, ლობოტკა "ნაპოლიმ" 2020 წელს, "სელტადან" 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, სტანისლავს "პარტენოპეისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

altლობოტკას აგენტი: "ბარსელონას" მასთან კონტრაქტის გაფორმება უნდა

altლობოტკა: "ბარსელონასა" და "რეალის"

დონეზე ასვლა შეგვიძლია
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლობოტკა არა განუგრავა
Levani
17:37 24-03-2024
5
ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ....
Ასეთმა სულელურმა ტრანსფერებმა დაღუპა ბარსა
სიმართლე
14:01 26-03-2024
0

სიახლეები პოპულარული