"არ მინდა ფერადკანიანი ადამიანების ტანჯვას ვუყურებდე" - ვინისიუსი ატირდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა ვინისიუს ჟუნიორმა რასიზმის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ფერადკანიანებს შეურაცხყოფას მხოლოდ ესპანეთში არ აყენებენ და ეს პრობლემა ბევრად მასშტაბურია.

"ძალიან სამწუხაროა, ეს ყოველდღე ხდება. რასიზმის პრობლემას არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში ვაწყდებით.

წარსულში მამაჩემი სამსახურში არ აიყვანეს, სამუშაოზე მის ნაცვლად თეთრკანიანი აირჩიეს. ეს ყველაფერი მახსოვს და ვიბრძვი, რომ მსგავსი რამ ვინმეს უახლოეს მომავალში არ შეემთხვეს.

მადლობას ვუხდი ყველა ესპანელ ფეხბურთელს, რომლებიც მხარს მიჭერენ. იმედი მაქვს, პრობლემა მალე მოგვარდება. უბრალოდ არ მინდა ვუყურებდე, როგორ იტანჯებიან ფერადკანიანი ადამიანები", -
განაცხადა ვინისიუსმა.

alt"ოლე, ოლე, ოლე, ვინისიუსი - შიმპანზე" - სკანდირებდნენ "ატლეტიკოს" გულშემატკივრები

alt"ვინისიუსი პროვოკატორი და პინოქიოა" - "ვალენსიას" გულშემატკივრებმა ბრაზილიელის მიმართ თავიანთი დამოკიდებულება ვერ დამალეს

altვინისიუსის პროვოკაცია, სტვენა კროოსს და ძველი მეგობრების თბილი შეხვედრა - ყველაფერი, რაც გუშინდელი "ელ კლასიკოდან" უნდა იცოდე

მკითხველის კომენტარები / 15 /
არ მინდა ვუყურებდე,როგორ იტანჯებიან ფერადკანიანებიო.გამოდის,სხვები იტანჯებოდნენ,ეგ შეიძლება?რასიზმი სხვა რა არის?!ამბობენ,შავი რასიზმი,გაცილებით უფრო ძლიერია,ვიდრევ თეთრიო.არ ვიცი,რამდენად მართალია,არც ევროპაში ვარ ნაცხოვრები და არც ამერიკაში,მაგრამ ვხედავ,რომ თუნდაც ესპანეთში,უამრავი განსხვავებული რასის ფეხბურთელი თამაშობს და მათზე არავის აქვს გართულება.მხოლოდ ვინისიუსია,მუდამ გართულებაში რომ ხვდება და ლოგიკურად მოჩანს ასეთი კითხვა:იქნებ ვინისიუსშია ეს პრობლემა?ფეხბურთელები,თეთრკანიანებიც აყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას და შავკანიანებიც.კამათის დროს,ერთმანეთს ისეთს ეტყვიან,უფრო მეტად რომ გააბრაზონ,მაგრამ ეს რასიზმს არ ნიშნავს და ვინც ამას რასიზმად თვლის,სწორედ ის არის არა ადექვატური.რასაც ამ საიტზე ერთმანეთს ვლანძღავთ,ეს რასიზმია?ან თუნდაც სიძულვილია?არ მჯერა რომ ასეა.მეც მითქვამს ვიღაცისათვის ისეთი,რისი თქმაც არ შეიძლება,სხვებსაც ,მაგრამ ეს ბრაზის,ემოციების ამოფრქვევაა და არა ვინმეს განადგურების რეალური სურვილი.უბრალოდ სულიერად ძალიან გავუხეშდით და დელიკატურობა დაგვავიწყდა.ძალიამ მძიმე წლები გამოიარა საქართველომ და კიდევ კარგად გავუძრელით,ამ საგიჟეთს.მით უფრო,რომ ძალიან ბევრი ძალა მუშაობს,საქართველოში მუდმივი სტრესის მდგომარეობაში იყოლიონ ხალხი.
სოსო
22:25 25-03-2024
1
მე პირიქით რასიზმს ვხედავ მსოფლიოში. თეთროფობიას
Rezo
23:08 25-03-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული