"არ მინდა ფერადკანიანი ადამიანების ტანჯვას ვუყურებდე" - ვინისიუსი ატირდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა ვინისიუს ჟუნიორმა რასიზმის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ფერადკანიანებს შეურაცხყოფას მხოლოდ ესპანეთში არ აყენებენ და ეს პრობლემა ბევრად მასშტაბურია.

"ძალიან სამწუხაროა, ეს ყოველდღე ხდება. რასიზმის პრობლემას არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში ვაწყდებით.

წარსულში მამაჩემი სამსახურში არ აიყვანეს, სამუშაოზე მის ნაცვლად თეთრკანიანი აირჩიეს. ეს ყველაფერი მახსოვს და ვიბრძვი, რომ მსგავსი რამ ვინმეს უახლოეს მომავალში არ შეემთხვეს.

მადლობას ვუხდი ყველა ესპანელ ფეხბურთელს, რომლებიც მხარს მიჭერენ. იმედი მაქვს, პრობლემა მალე მოგვარდება. უბრალოდ არ მინდა ვუყურებდე, როგორ იტანჯებიან ფერადკანიანი ადამიანები", -
განაცხადა ვინისიუსმა.

alt"ოლე, ოლე, ოლე, ვინისიუსი - შიმპანზე" - სკანდირებდნენ "ატლეტიკოს" გულშემატკივრები

alt"ვინისიუსი პროვოკატორი და პინოქიოა" - "ვალენსიას" გულშემატკივრებმა ბრაზილიელის მიმართ თავიანთი დამოკიდებულება ვერ დამალეს

altვინისიუსის პროვოკაცია, სტვენა კროოსს და ძველი მეგობრების თბილი შეხვედრა - ყველაფერი, რაც გუშინდელი "ელ კლასიკოდან" უნდა იცოდე

მკითხველის კომენტარები / 16 /
წარმოიდგინეთ, ამის აღმზრდელი რა იქნება. არ გინდა თანამშრომლად გყავდეს და ყოველ წამს პროვოკაციას ელოდო?! რაც შვილი იგივე მამაც იქნება და არ აიყვანეს. აუ რა მოხდა ბიჭო?! ჩემმა შვილმა დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტი, მაგრამ ჯერ "არ აიყვანეს არსად". ალბათ თეთრკანიანი რომაა იმიტომ :DDD
alexandre
14:49 10-01-2025
0
ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელი და ასეთი თახსირი პირველად ვნახე
ბესო
12:45 30-03-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული