"ბარსელონას" პედრი დაუბრუნდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა პედრიმ ბარძაყის კუნთის ტრავმა მოიშუშა და "ბლაუგრანას" "პარი სენ ჟერმენთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველივე შეხვედრაში დაეხმარება.

Diario Sport-ის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ლა ლიგის 30-ე ტურში "ლას პალმასის" წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს, რადგან ჯერჯერობით ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, პედრის 3 მარტის შემდეგ არ უთამაშია. ესპანელმა ტრავმა ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩში მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული