"ნაპოლის" არა მარტო ოსიმენი, არამედ კიდევ ერთი ლიდერი დატოვებს" - იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"ლაციოს" ყოფილმა ნახევარმცველმა და ამჟამად საფეხბურთო კომენტატორმა მარკო პაროლომ Tutti Bravi dal Divano-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლის" კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო დატოვებს.

"ნაპოლი" რთულ სიტუაციაშია. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ "პარტენოპეის" რთული კალენდარი დარჩა. მართალია, მათ გასულ ზაფხულს მხოლოდ კიმ მინ-ჯე დაკარგეს, თუმცა სპორტული დირექტორისა და მწვრთნელის შეცვლა კლუბზე უარყოფითად აისახა.

ვინ იქნება შემდეგი? ვფიქრობ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლი" არა მხოლოდ ოსიმენს, არამედ ჯოვანი დი ლორენცოსაც დაკარგავს. დარწმუნებული ვარ, ჯოვანის ახალი გამოცდილების მიღება სურს", -
განაცხადა პაროლომ.

შეგახსენებთ, დი ლორენცოს "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2028 წელს ეწურება.

altეს მთელი "ნაპოლის" მარცხია - რა თქვა დი ლორენცომ "ბარსელონასთან" მატჩის წინ

altდი ლორენცო: არავის არ აქვს კვარაცხელიას გაკრიტიკების უფლება

alt"მიხარია კვარაცხელიას ასეთი თამაში" - დი ლორენცომ "უნიონთან" მატჩი შეაფასა

მკითხველის კომენტარები / 6 /
მარტო კიმი არ დაუკარგავს, რატომღაც პსვ-ში დაბრუნებულ ლოსანოს არაფრად თვლიან და უკონკურენტოდ დარჩენილი პოლიტანოს იმედად რომ მარჯვენა ფლანგი აშკარად დასუსტდა, ამაზე არავინ საუბრობს...
დდდ
18:08 01-04-2024
2
მოკლედ, დაიშალა ნაპოლი, დე ლაურენტისის უნიჭო პოლიტიკის გამო
giorgi 3
17:37 01-04-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული