რონალდოს ჰეთ-თრიქი და ორი გოლი ჯარიმიდან - პორტუგალიელი მაგარ ფორმაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საუდის არაბეთის პროლიგის 26-ე ტურში "აბჰამ" "ალ ნასრს" უმასპინძლა და 0:8 დამარცხდა.

სტუმართა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა.

პორტუგალიელმა 10-წუთიან მონაკვეთში 2-ჯერ ჯარიმიდან გატანა მოახერხა, შემდეგ კი თანაგუნდელს გაატანინა.

აღსანიშნავია, რომ რონალდო "ალ ნასრის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის კასტრომ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.

მიმდინარე სეზონში კრიშტიანომ ყველა ტურნირზე 35 მატჩი გამართა, თავი კი 36 გატანილი გოლითა და 12 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ნამდვილი მებრძოლი და მისაბაძი" - დანი

altრონალდომ დაასახელა კლუბი, სადაც

კარიერას დაასრულებს

altრონალდო ბოლო ადგილზე - შირერმა პრემიერლიგის ისტორიაში 5 საუკეთესო გარემარბი დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 5 /
კაია შეყაროს :)))))) დაგვიბერდნენ მესი და რონალდო მაგრამ ყველა ლიგაში ვუყურებ მაინც სადაც არ უნდა წავიდნენ, სანამ პროფესიონალურად თამაშობენ ფეხბურთს. დაიმსახურეს ეს.
...
03 აპრილი 2024 13:14
1
როცა ფეხბურთელი თამაშობს უმაღლეს დონეზე, იქ ნამდვილად უადგილოა სიტყვა "დაგვიბერდნენ". არიან ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, ისიც გამონაკლისების სახით, რომელზედაც ასაკი არ მოქმედებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენ ხანს, ვერც მესი და როლანდოც ვერ ითამაშებდნენ!
...-ს
03 აპრილი 2024 18:57
0
Saqartvelosac gautans es ise tamashobs ert or gols
ფენომენო
03 აპრილი 2024 11:16
5
მალე ალბათ უბნის გუნდებთან გადავა ჰეთრიქების შესრულებაზე
dato
03 აპრილი 2024 11:16
13
იიიიიიიიიიიი კააააააააი კაცო ბირჟაზე მოსაწევი აშკარად მეტი მოგივიდა
თბილისელი
03 აპრილი 2024 13:00
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული