სტუმართა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა.
პორტუგალიელმა 10-წუთიან მონაკვეთში 2-ჯერ ჯარიმიდან გატანა მოახერხა, შემდეგ კი თანაგუნდელს გაატანინა.
აღსანიშნავია, რომ რონალდო "ალ ნასრის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის კასტრომ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.
ინფორმაციისთვის, ეს პორტუგალიელისთვის კარიერაში 65-ე ჰეთ-რიქი (55 კლუბში და 10 ნაკრებში) იყო, მესის ანგარიშზე კი 57 ჰეთ-თრიქია (48 კლუბი და 9 ნაკრები).