რონალდომ მესის კიდევ უფრო გაასწრო - კრიშტიანო მოედანზე კვლავ ბრწყინავს

AutoSharing Option
საუდის არაბეთის პროლიგის 26-ე ტურში "აბჰამ" "ალ ნასრს" უმასპინძლა და 0:8 დამარცხდა.

სტუმართა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა.

პორტუგალიელმა 10-წუთიან მონაკვეთში 2-ჯერ ჯარიმიდან გატანა მოახერხა, შემდეგ კი თანაგუნდელს გაატანინა.

აღსანიშნავია, რომ რონალდო "ალ ნასრის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის კასტრომ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.

ინფორმაციისთვის, ეს პორტუგალიელისთვის კარიერაში 65-ე ჰეთ-რიქი (55 კლუბში და 10 ნაკრებში) იყო, მესის ანგარიშზე კი 57 ჰეთ-თრიქია (48 კლუბი და 9 ნაკრები).
მკითხველის კომენტარები / 7 /
ღლეო მესი ჩასვრილი და გასაწმენდად იჩქარეთ მსურველებმა…
5
რა ბოღმიან კომენტარებს დებთ!!! რამ გაგაბოროტათ??? ზოგი48 და ცხრას ვერკრიბავს ზოგი ილამძღება..რაა ფეხბურთია მესიც მაგარია რონალდოც მბაპეც ჰალანდიც კვატაც და რავი ათასობით...ყველა პატივისცემას იმსახურებს
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული