"რეალთან" თამაში? ჩემპიონატსაც კი ვერ ვლიდერობთ" - გვარდიოლა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, ის ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "რეალთან" დაპირისპირებაზე არ ფიქრობს, რადგან მის გუნდს ჩემპიონატში გამარჯვებების მოპოვება სჭირდება.

"ამ მომენტში "რეალთან" დაპირისპირებაზე არ ვფიქრობ, ჩემპიონატს რომ 18 ქულით ვლიდერობდეთ, მაშინ აუცილებლად ვიფიქრებდი, თუმცა მესამე ადგილზე ვართ. მართალია ლიდერს დიდი სხვაობით არ ჩამოვრჩებით, მაგრამ თუ ქულებს დავკარგავთ, შესაძლოა, ჩემპიონობის შანსი დავკარგოთ", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, "მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 67 ქულით მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ "ლივერპულს" 3 ქულით ჩამორჩება.
"ქალაქელები" "რეალს", 9 აპრილს დაუპირისპირდებიან.

altგვარდიოლას გრილიშის შემცვლელად კვარაცხელიას დამატება სურს

alt"იმედია, ჩვენთან დარჩება" - გვარდიოლამ სილვაზე ისაუბრა

altგვარდიოლა: კლოპმა უკეთეს მწვრთნელად მაქცია, "მანჩესტერ სიტი" კი - უკეთეს გუნდად

მკითხველის კომენტარები / 1 /
წელს ვერ არის სიტი ინგლისის მომგები, ლიგაზე თუ რეალს გამოაგდებს დიდი შანსი ექნება, იმიტომ რომ არცერთი გუნდი არ არის წელს უფრო ძლიერი.
dato
16:40 06-04-2024
1

სიახლეები პოპულარული