მოედანი ყავარჯნებით დატოვა - საქართველოს ნაკრებში თამაშის მსურველმა მარადიშვილმა ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" საკუთრებაში მყოფმა 23 წლის ნახევარმცველმა კონსტანტინ მარადიშვილმა, რომელიც ამჟამად იჯარით "ნიჟნი ნოვგოროდში" ირჯება, რუსეთის პრემიერ ლიგის 23-ე ტურში დაზიანება მიიღო.

მისი გუნდი საკუთარ მოედანზე "კრასნოდარს" უპირისპირდებოდა და 27-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოსთან ერთ-ერთი ორთაბრძოლის შემდეგ, მარადიშვილმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ის ჯერ საკაცით გაიყვანეს, შემდეგ კი სულაც სტადიონი ყავარჯნებით დატოვა.

ახალგაზრდა ფეხბურთელს 8 აპრილს გამოკვლებები ჩაუტარდება და მისი ტრავმის სიმძიმეც ამის შემდეგ დადგინდება. თუ ვინმეს გაინტერესებთ, "ნიჟნი ნოვგოროდი" აღნიშნულ დაპირისპირებაში "კრასნოდართან" 3:4 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ მარადიშვილს საქართველოს ნაკრებში თამაში
უნდა, ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის პასპორტიც აქვს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
რა გულუბრყვილოები ხართ ხალხო. საერთოდ არ თვლის მარადიშვილი თავს ქართველად და ნაკრებში თამაშიც უკრაინის ომის შემდეგ მოინდომა,ევროპის კლუბებში გადასვლის შანსი რომ დაეკარგა, თორემ მანამდეც ჰქონდა ჩვენგან შემოთავაზებები და უარს ამბობდა. უკრაინის ომის მერე გაეხსნა პატრიოტული ? ჩვეულებრივი მედროვეა, ინსტაგრამზე რუსული დროშა აქვს ამაყად გამოჭიმული და ნაკრებში თამაში უნდა თურმე. ქართული გვარი არაფერს ნიშნავს ამ შემთხვევაში, არ არის ეგ ადამიანი ქართველი და არც რამე სასწაული თამაში აქვს. მის ჩამოყვანას , აქაურ ნიჭიერ ფეხბურთელებს მიეცეთ შანსი ჯობს, მაგალითად : არაბიძეს , რომელიც მართლა იმსახურებს ნაკრებში თამაშს
თათა
08 აპრილი 2024 11:14
1
მამარდაშვილის გაქართველებას ჯობია მაქედან გამოქცეული ქართველები დააკავოთ როგორმე მანდ. აშშ- ში 2008 წლიდან ვარ და ამდენი ქართველები არ მახსოვს. მალე მანდ აღარავინ დარჩებით ყველანი აქ არიან. 12-13 წლის ბავშვებით მექსიკიდან იპარებიან და ქოჩაში იყვნენ რამოდენიმა თვე, თვითონ ველაპარაკე. ეგ ქიშპობა და ხალხოში ნიხილიზმი თესეთ მანდ ძალაუფლების გასამყარებლად და უფრო ბედნიერები ვიქნებით მალე ქართველები რუსებით რომ გადატენით ქვეყანას. აგერ ტიკ- ტოკზე ერთმანეთს ეპატიჟენიან საქართველოში რუსები აქ ჩამოდით აქ ყველაფერის გაკეთებაა შესაძლებელიო. ვინ აძლევს ასეთ პირობებს რუსების შემოდინებას? მთავრობა
G.LA
08 აპრილი 2024 00:07
10
მამარდაშვილი აქ რა შუაში არის?
WTF
08 აპრილი 2024 23:10
0
ჩვენს კეთილის მსურველი მამებს ამერიკიდან სურთ, რომ ორღობეებით შევიშლაგუნოთ მათთან,აი მესმის სტრატეგიული პარტნიორობა, ყოჩაღ ამერიკა!
გურამ
08 აპრილი 2024 08:34
1
ყველა გამოხმაურება
მარადიშვილი,ქართული ძირებიდან გამოსული სპორტსმენია,რომელმაც საქართველოს სახელით გამოსვლის სურვილიც გამოთქვა.ნებისმიერი ეროვნების სპორტსმენს ვუსურვებ ჯანმრთელობას.ყველა ქართველს კი,ჯანმრთელობას და გამარჯვებებს. ზოგიერთი,ძალიან ადვილად იკვეთს,სხეულის რომელიმე ნაწილს იმ დროს,როცა სხვა ქვეყნის შვილები,პირიქით,სხვების საკუთარ ფესვებზე გადმოყვანით,ცდილობენ გაძლიერებას.ქართული სიბრძნე გვასწავლის:"გიჟი ჰყრიდა,ჭკვიანი კრეფავდაო!"5,5 მილიონიდან,3,5 მილიონი დავრჩით,ხომ უნდა მივხვდეთ,რომ თუ ქვეყნიდან გასული ქართველები,უკან არ დაბრუნდებიან,თვითონაც გაითქვფეფბიან უცხო ტომში და მათი შთამომავლებიც მოაკლდება საქართველოს.სათითაოდ,ყოველი ქართველის დასაბრუნებლად უნდა ვიბრძოდეთ და დაბრუნების მსურველებსაც ხელის კვრის სურვილი გაქვთ?!აგერ,ისრაელმა,სულ სათითაოდ სდია,მთელ მსოფლიოში მოფენილ ებრაული ჯიშის თუ ფესვების ადამიანებს და ყველაფერი გაიღო,მათი სამშობლოში დასბრუნებისა და ინტეგრაციისათვის?"ვინც მოყვარესა არ ეძებს,იგი თავისა მტერია",გვასწავლის დიდი შოთაც და ებრაელებმაც დაამტკიცეს მისი სიტყვები,ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს შექმნით.ჩვენ როდის მივხვდებით,რომ მხოლოდ ერთიანობით შეილება ჩვენი გაძლიერება?აქვე,საქართველოს ნაკრებმაც და მისმა გულშემატკივარმაც გვაჩვენა,რას მივაღწევთ,ერთიანობით,მაგრამ უკვე მეორე დღიდან ისევ დაიწყო ურთიერთ დაპირისპირება.არ მესმის,ჭკუათ მყოფელმა ადამიანმა,როგორ უნდა თქვას უარი,თავისივე სისხლის და ხორცის დაბრუნებაზე,თუნდაც ადრე,მას შეცდომები ჰქონდეს დაშვებული.თუ დანაშაული გაქვს,დამნაშავეს,იმის უფლება მაინც აქვს,სასჯელი სამშობლოში მოიხადოს და რა გახდა მარადიშვილზე ამხელა სიძულვილის მიზეზი?ათიათასობით,ვითომ საქართველოდან პოლიტიკური დევნის გამო გასული მიგრანტი,უცხოეთში დევნილის სტატუსის მისაღებად,უამრავ საშინელებას აბრალებდა,საქართველოს და ამას,დანაშაულად არც უთვლიდა,საკუთარ თავს.მათ ხომ მხოლოდ უცხოეთში დარჩენის და მუშაობის უფლების მიღება სურდათ.ამ ბიჭმა,რა გააკეთა ამაზე უარესი?წმინდა პეტრემაც გათენებამდე,სამჯერ უარჰყო,იესო ქრისტე და მხოლოდ ამ ბიჭის თავზე ვამტვრევთ,კაკალს?იქნებ დავწყნარდეთ და ერთმანეთსაც მოვუსმინოთ.
სოსო
07 აპრილი 2024 22:04
3
მარადიშვილთან დაკავშირებით გეთანხმები, თუ მიაღწია სანაკრებო კონდიციას უნდა მიეცეს საშუალება თავის გამოჩენის. რაც შეეხება უცხოეთში გადახვეწას ეს ვისი ბრალიცაა ადვილი მისახვედრია, ქვეყანაში, სადაც 3,5 მლნ კაცზე ვერ მოგივლია რა გინდა სათავეში. რეალობას შევხედოთ რა გვაქვს , 300 ლარიანი სადღეღამისო ჩერეზ-დენ სამუშაო სპარი- 2 ნაბიჯის მაღაზიები 18-19 წლის გიგონებისთვის, რომელთათვის საერთოდ არ შეიძლება ღამის გათენება, არა სპორტი, არა განათლება, არა ჯარი, უმაღლესს ნახევარი არ ამთავრებს უსახსრობის გამო. ახალგაზრდა რომ ხედავს თავის თანატოლს პორშე-ფერარიზე მასაც უნდა და ხედავს რა უპერსპექტივობას(უპატრონობას) მიდის ამ ქვეყნიდან რადგან იშრომოს და მოიწყოს ცხოვრება რაც აქ შეუძლებელია წესიერი შრომით. ამდენი ძალოვანი რატომ მიდის უცხოეთში დაფიქრებულხართ? მე რომ იარაღი მეჭირა 18 წლის ასაკში და დღეს 4 შვილი ვერ გამომიკვებია დამცინიან ბობოლა კაცუნები თავი რატომ არ შეაკალი აფხაზეთშიო. არავითარი დახმარება, არავითარი შეღავათი, არც ბინა, 45 ლარსაც არ მაძლევენ 1000 ლარზე მეტი გაქვს შემოსავალიო და ბანკი რომ ყოველთვიურად 1220 ლარს მახევს ეგ არაფერი. აფხაზეთის ომის ინვალიდი მამის სამედიცინო დახმარებაზე ხომ საერთოდ რომანს დაწერ კაცი. ქვეყანაში ოფიციალურად 120 ათასი ნარკო პროგრამისტია და რამდენი ამის გარდა იცით? ფულს მარტო ბარიგები და დამდებები რომ შოულობენ და კიდევ ის 5 კაცი რომელთაც თბილის-ბათუმი ქვის ქალაქ- სასაფლაოდ აქციეს. ისეთი ბიჭები წავუდნენ ვისზედაც უნდა მდგარიყო ქვეყნის მომავალი და მათ ადგილს გადამთიელები დაიკავებენ რაც კატასტრიფაა ჩვენი ერისთვის, ვისაც ეს უნდა დაელაგებინა შეჭამეს და გამოხრეს კორუფცია-ნეპოტიზმით იმდენი იშოვეს მარჩენალს არა აქვს და დღეს ბაქიბუქები ხვალ უფსკრულში გადაგვჩეხავენ. 2012 დიდი იმედის მქონეს შემრჩა შეგვრჩა პორტირებული პატარა ნაცუკა ხელისუფლება რიმელიც წაგვლეკავს.
suxumchanin
08 აპრილი 2024 02:17
0
ვისაც უნდოდა საქართველოს ნაკრებში თამაში არის კიდევაც ნაკრებში და სიყვარულსაც იმსახურებს ჩვენგან. საბა საზონოვი მყავს მხედველობაში. მაგას თუ უნდოდა საბასავით ახალგაზდულში ეთამაშა და გვანახებდა რამე თუ შეეძლო. ახლა კი აღარც მგონია როდისმე შანსი კიდევ ქონდეს, მითუმეტეს რეგრესი აქვს ლოკოდან ნიჟნიში გადასულა.
G.LA
07 აპრილი 2024 22:04
5
პასპორტი არ ნიᲨნავს ქარᲗველობას.... Თუ მარტო ქარᲗული პასპორტიაქვდ გაუმარჯოს.... უსურვებ როგორც სპორცმენს გამოჯამᲗელებას... ისე კი ჯიქიასი არ იყოს გახსოვᲗ... ორივე ისე დსამᲗავრებს კარიერას არავის ემახსოვრება.... ((დინამოს ფეხბ.. ყველა Თაობა დაუვიწყარია გვახსობს და ვამაყობᲗ) ტალანტები საქ.. ბევრი გვყვას... გაუფრᲗხილდეᲗ მაᲗ....
Თეო
07 აპრილი 2024 19:24
3
კარგ ქართველს მარადიშვილს! ვუსურვებთ გამოჯამრთელებას და მალე მწყობრში ჩადგომას!
ზურა
07 აპრილი 2024 13:46
10
ამას თუ საქართველოს ნაკრებში თამაში უნდოდა, ჩვენს ახალგაზრდულში თამაშზე არ უნდა ეყოყმანა. თუ თავს გამოიჩენდა ახალგაზრდებში, მერე პირველშიც დაუძახებდნენ.
შაკო
07 აპრილი 2024 13:17
0
ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და აზიის ჩემპიონატის ბრინჯაოს. ნამთვილ საქართველოს გაუმარჯოს
ელი
07 აპრილი 2024 12:02
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული