"როცა თამაშებს აგებდა, ცუდ მწვრთნელს ეძახდით, ახლა კი დარჩენას სთხოვთ?" - ანრიმ ხავიზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ ყოფილი თანაგუნდელისა და ამჟამად "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ხავი ერნანდესის შესახებ ისაუბრა.

ფრანგის თქმით, მან ყოველთვის იცოდა, რომ ხავი შესანიშნავი სპეციალისტი იყო.

"წარმოდგენა არ მაქვს, ხავი რას გადაწყვეტს. ერთადერთი რამ, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ხავი კარგი მწვრთნელი გუშინ არ გამხდარა, ის თავიდანვე ასეთი იყო.

ახლა, როცა გუნდმა შედეგები გააუმჯობესა, ყველა ითხოვს, რომ "ბარსას" გაწვრთნა ისევ გააგრძელოს. როცა გუნდი თამაშებს აგებდა, ფანები მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ვფიქრობ, ასეთ მოპყრობას მწვრთნელები არ იმსახურებენ.

გუნდის ასაშენებლად დრო ყველაზე მნიშვნელოვანია,
ამის საუკეთესო მაგალითი კი მიკელ არტეტასა და "არსენალის" სიტუაცია იყო. ორი წლის განმავლობაში ესპანელი სპეციალისტი შედეგს ვერ აღწევდა, თუმცა "მეთოფეებს" პროგრესი აქვთ და ყოველ სეზონში უფრო და უფრო კარგად გამოიყურებიან. არ დაგვავიწყდეს, რომ ხავიმ ლა ლიგა პირველივე სეზონში მოიგო.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხავი ნდობას ახალგაზრდებს უცხადებს. სხვათა შორის, კლოპიც იმავეს აკეთებდა. ის შესანიშნავი მწვრთნელი იყო და ახლაც ასეა", - განაცხადა ანრიმ.

შეგახსენებთ, "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში "პარი სენ ჟერმენი" სტუმრად 3:2 დაამარცხა. გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 16 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

alt"ეს ფეხბურთელი მსოფლიოში ყველაზე დაუფასებელია" - ტიერი ანრი

alt"ფეხბურთელისთვის ინგლისში თამაში ბევრად მარტივია, ვიდრე ესპანეთში" - ტიერი ანრი

alt"შენზე მაღლა მხოლოდ გვარდიოლა დგას! არასდროს დამავიწყდება, როდესაც მითხარი..." - ანრიმ და ხავიმ "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ პირდაპირ ეთერში პატივისცემა და სიყვარული არ დამალეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
სრული სიმართლე თქვა და ესაა მაგალიტი..ამ სპორტშიც..ისევე როგორც ცხოვრებაში..რამდენი უსამართლობაა...სრულებით არ ვარ ბარსას ფანი..მაგრამ რაც ხავიმ გააკეთა ბარსასთვის..1 სეზონში უნდა ეჩუქებინათ ..მჯერა რომ როგორც ფეხბურთელი იყო..ისეთივე მწვრთნელი იქნება..
კიეზა
10:29 13-04-2024
0
ყოჩაღ ხავის, 17 წლის ბიჭებით დაადუღა ჯერ ნაპოლი ეხლა პსჟ, უნდა დარჩეს აუცილებლად
dato
13:22 12-04-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული